ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ებანოიძე
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2018


გასროლილი ტყვია

ვერ შეაჩერებ მუხთალ ჟამთასვლას,
ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას.
ეს ცხოვრება ისე დაგაბერებს
ერთხელაც არ გაწითლდება.
  იყო გზა,იყო ტანჯვა,იყო წამება,
  (შვილის სიკარგით წამოსული ცრემლებიც იყო.)
  ომი იყო და იყო ღალატიც,
  აფხაზეთიდან სამაჩაბლომდე.
  სადღაც ხის ძირას გაჩერდა გული,
  ცრემლად დაეცა სამშობლოს ცვარი.
არ გაგიხდია ძაძები ჭაღარა ქალო,
აგერ უკვე ოცდაექვსი წელია.
სამართალი იქედნურად მიჩქმალეს,
მაგრამ სიმართლეს ხედავს ღმერთი მაღალი!
  ჰეი ბიჭებო!ლომს სადარებო!
  აფხაზეთი და სამაჩაბლო გახდა თქვენი სამარე.
  ჰეი ბიჭებო!ლეკვნო მგლისანო!
  ალალი იყოს თქვენზე ქართული მიწა.
ვერ შეაჩერებ მუხთალ ჟამთასვლას,
ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას.
ეს ცხოვრება ისე დაგაბერებს
ერთხელაც არ გაწითლდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები