ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2018


ფლამინგოები

ნინო დარბაისელი

ფლამინგოები
- - - -
(დალილა გოგიას)

მარჯნისფერ ტანზე  მზე ეფინებათ,
ირგვლივ ბალახი ხარობს ბიბინა.
არ ახსოვთ ფრენა, რომც დართო ნება,   
მათ ზოოპარკში დაუდეს ბინა.

კისრები - როგორც ნედლი წკეპლები,
კანჭები - გრძელი, ნისკარტი - შავი,
დაფრიალებენ როგორც პეპლები
და არაფერი - მოუხეშავი.

მშვიდად ცურვისას გარედან  ისე
მოსჩანან, გული წყნარდება მფრთხალი,
წყალქვეშ კი ამ დროს გააქვთ  გნიასი,
ფალანგის კვრა და ცურვა-ფართხალი.

საქართველოში - გაორებული
საცოდავია ქალი-მგოსანი.
წელზემოთ მშვიდი, წელქვეშ - ვნებული,
არის ამქვეყნად ფლამინგოსავით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები