ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2018


მზია ხეთაგურს

მზე სამშობლოსი ისევ ანათებს,
მაგრამ ვაი, რომ უსამაჩაბლოდ,
ერთურთს აღარ ვწერთ გულწრფელ ბარათებს
და თუმცა არ მსურს გადავაჭარბო,

ისე გაცივდა ცხელი გულები,
რომ შერიგება გაგვიჭირდება.
დეფიციტია დღეს ერთგულების,
თუმც ერთმანეთი ძლიერ გვჭირდება.

მე მჯერა მათი გონიერების,
კვლავ სიყვარული თუ არ დამალეს...
მწამს: ერთობლივი ცნობიერებით
კვლავ გადავივლით ერთად ტრამალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები