ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
25 მარტი, 2018


Emily Dickinson - Said Death To Passion (1033)

ემილი დიკინსონი - სიკვდილმა ვნებას მოსთხოვა ძვინვით (1033)

სიკვდილმა ვნებას მოსთხოვა ძვინვით:
„დამითმე აკრი ნებსით და სწრაფად!“
ძლივს ამოღერღა ვნებამ ქოშინით:
„ათასგზის გეტყვი - არამც და არამც!“

აღმოსავლეთი წაგლიჯა მთელი
სიკვდილმა ვნებას, სანაცვლოდ ტახტი
ვნებამ დაიდგა დასალიერში
ვით მზე მონარქმა - შეწყდა კამათი.

25 მარტი, 2018 წ.



Emily Dickinson - Said Death To Passion (1033)

Said Death to Passion
"Give of thine an Acre unto me."
Said Passion, through contracting Breaths
"A Thousand Times Thee Nay."

Bore Death from Passion
All His East
He — sovereign as the Sun
Resituated in the West
And the Debate was done.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები