ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2018


  ჩამოტვირთვა

შორს მწვერვალები კელაპტრებს გვანან.

შორს მწვერვალები კელაპტრებს გვანან,
ყოველ ღამით ერთს აანთებენ,
რომლის წვერზეც სავსე მთვარე ამოგორდება.
-
ახლა ამ წვიმებს რაღაცა მოაქვთ,
გაზაფხულის და შენი გზავნილი,
მწვერვალებისკენ მთვარე მოგორავს
და წვერზე ადგათ სანთლის ალივით.
გოგონავ დღესაც მე ისევ ის ვარ,
ქოთანში მდგარი ედელვაისი.
არ ვიცი ღმერთს ვინ, ან და რას წირავს,
მე კი სიზმარში მიმაქვს ყვავილი,
ჩემგან თელილი და ვამბობ აქ ვარ,
ჩემი ცოდვებით გზა აცდენილი
და კალმახივით აყრია ცასაც,
ეს ვარსკვლავების მრავალწერტილი.
ყველა ოცნება მე გზაში ამცდა,
ვარ მარტოობის ჯვარ-დაწერილი.
ვგავარ ხნულიდან აცდენილ მარცვალს
და ზამთრის მშიერ ჩიტებს შევტირი.
ო გოგონიავ მიჩნდება განცდა,
რომ ნისლებს მიაქვთ შენი მერდინი.
წამოსდეს წვერზე მწვერვალებს სადღაც,
აფრიალებენ დამბულ მტრედივით.
ო გოგონიავ მე ვამბობ რაც ვარ,
თვითონაც ვიცი არ ვარ მარტივი,
მე იმ საფლავის დიდი სევდა ვარ,
ცოლი სხვა ქმართან გვერდს რომ ჩაივლის,
ლექსები ჩემი ბედისწერაა
და დაჭრილ სულზე წვიმა მარილის.
შორს მწვერვალებზე მთვარე მოგორავს
და წვერზე ადგათ სანთლის ალივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები