ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2018


ამ სიმღერას სიყვარული ქვია

ჩამოვჯექი და  დავიწყე.
მინდა ყველაფერი დაწვრილებით დავწერო,მაგრამ საიდან დავიწყო??
ამ სიმღერას სიყვარული ქვია!
ჰო, ჯობია ასე დავარქვა
იგი ძალიან უცნაურად და არატრადიციულად გავიცანი.
თიკოს გამო ჯეოკლასში  დარეგისტრირების მეორე დღეა, დაახლოებით თხუთმეტი  აგვისტო 
იქნებოდა. უცებ ჩემს კომენტარებში რაღაც ლექსი დამიწერეს.
ვერც კი მივხვდი, ეს ვინ ან როგორ გააკეთა.
წავითხე, ულამაზესი ლექსი იყო და მივწერე
- ძალიან მაგარი ლექსია და ძალიან აღმგზნები მეთქი.
არ მახსოვს, რა მიპასუხა, მაგრამ მე მგონი,ამ ერთმა სიტყვამ  გადაწყვიტა შემდგომი  ურთიერთობა.

დათოს ძალიან საინტერესო ფოტო ედო  და ფოტოზე უფრო მეტად საინტერესო ადამიანი  თვითონ  აღმოჩნდა.
ეს ფოტო ახლაც მაქვს ჩემს ალბომში.
  - მარი,ორი დღით კახეთში მივდივარო, პირველივე დღეს ისე დამიბარა,ვითომ დიდი ხნის ნაცნობები
ვიყავით....და მეც მთელი ორი დღე მასზე ვფიქრობდი და ველოდებოდი.
      მანამდე კი მთლიანად ჩავეფალი მისი ცხოვრების  დეტალების  გარკვევაში (რაც ძალიან
ადვილი იყო კომენტარებითა და მათი თარიღებზე დაკვირვებით)  და ვიდრე ჩამოვიდოდა, უკვე
თითქმის ყველაფერი ვიცოდი.
თუმცა ჩემი ინფორმაცია  ძალიან მწირი  იყო    იმასთან შედარებით,რაც თვითონ მიამბო.
უდედოდ და უმამოდ გავიზარდეო, მამის მეგობარმა გამზარდაო.
  დათო დაჯინებით მთხოვდა ტელეფონის ნომერი მიმეცა,თუმცა ამას ვერაფრით
გავაკეთებდი. მან მაშინ ეს არ იცოდა.თვითომ კი ყოველდღე მწერდა საკუთარ ნომერს და
მთხოვდა თბილისში    ჩასვლის დრო მეთქვა,რომ შემხვედროდა.
      დათო 7 აგვისტოსაა დაბადებული.მაშინ  აგვისტოს ომიდან მხოლოდ ერთი წელი იყო                                                                           
გასული.7 აგვისტოს ჩემი ორი უახლოესი    ადამიანის    დაბადების დღეცაა. მე ამაშიც რაღაც
სიმბოლური დავინახე.თანაც  რიცხვი 7 მიყვარს უზომოდ.  7 და 22.  ეს რიცხვები ჩემთვის
საყვარელი რიცხვებია    და  თუ რამე ამ რიცხვებს უკავშირდება,ისინიც მიყვარს.
        დათო არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა.  თვითონ ამას ვერ უხსენებ,დღემდე
აპროტესტებს და ეს უფრო  მეტად უსვამს ხაზს მის თავმდაბლობას.
ყოველდღე ახალ ახალ ლექსებს მწერდა.როცა ვკითხე ,ვისია ეს არაჩვეულებრივი ლექსები მეთქი,
მიპასუხა ზოგი ჩემია  და ზოგს კიდევ მჩუქნიანო.მეც მეტი რა მინდოდა,ლექსებისადმი ჩემი
სიყვარული ყველამ იცის და თანაც თუ  მას მე  მიძღვნიან,ეს უკვე ათმაგად სასიამოვნოა.
      ყოველდღე იმის ფიქრით ვიღვიძებდი, რომ მისი წერილი დამხვდებოდა და იმის ფიქრით
ვიძინებდი,რომ მეორე დღეს საიტზე ვნახავდი ან მომწერდა...ჩემს თილისმად გადამექცა...თუ
მომწერდა იმ დღეს კარგად ვიქნებოდი და მთელი დღე  სასიმოვნოდ ჩაივლიდა,ან ზედმეტი
პრობლემების გარეშე..... მოკლედ,ჩემი რეალური    ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავებულ „ ცხოვრებას“    მაზიარებდა და მჩუქნიდა.
თექვსმეტი წლის გოგონასავით ვიყავი შეყვარებული
დათო ყოველდღე მთხოვდა ტელეფონის ნომერს...
    მე კი ყოველდღე ვეუბნებოდი    ხან რას და ხან რას,  რომ თავიდან ამეცილებინა ეს თემა.
ერთ საღამოს მომწერა ბათუმში ვარ, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან ერთადო.ზღვაში
ვიბანავებთ და დილით წავალთო. მე  მთელი ღამე მანქანაში მარტო ვიქნები და გოგოები
ნათესავთან წავიდნენ ღამის გასათევადო.იქნებ ერთმანეთი ვნახოთო.
    მე უარი ვუთხარი . ორი კვირის მერე საშინლად ვინანე,არა უფრო ადრეც ვინანე,მაგრამ
იმ  წამს  ვერ გავბედე ,რომ მენახა და ჩავხუტებოდი.
მთელი ცხოვრება ვინანებ ამას,მაგრამ ვეღარაფერს  შევცვლი
ვნანობ რომ არ ვნახე,არ მოვეფერე და მე  თვითონაც არ ვაგრძნობინე  რეალურად ის სითბო,რასაც
თვითონ  მჩუქნიდა.
    ამის მერე  ვატყობდი რომ გაღიზიანებული იყო. აღარ მენდობოდა. ტელეფონი არ
იცოდა,ვერ მელაპარაკებოდა, საერთოდ ვინა ხარო,ეჭვი ეპარებოდა ბევრ რამეში.  მე კი ის
მაწუხებდა რომ გათხოვილი ვიყავი და ამას საგულდაგულოდ ვმალავდი.რომ შვილები მყავდა
და არც თუ პატარა ასაკის,რომ გათხოვებით ჩემი ნებით არ გავთხოვილვარ და  ახლაც არავისს,
სულიერს,არ აინტერსებდა ჩემი განცდები და გრნობები.
    როგორც იყო შემოვირიგე.ისევ ჩემი დათო გახდა .ლექსებს მწერდა და მანებივრებდა.
პრინცესას  მეძახდა.
- მომენატრე პრინცესა.
- შენთან მინდა.
- მომენატრე იცი?
- ცოტა ნასვამი ვარ,პრინცესა.
ყოველ საღამოს ერთი და იგივე მეორდებოდა და მეც მეცხრე ცაზე ვიყავი
სიხარულით,სიყვარულით თავგზაარეული და დაბნეული.
ბოლოს მაინც დადგა    ის  დრო ,როცა სიმართლე უნდა გამემხილა.
ვერ ვიხსენებ, ეს რამ მიბიძგა,მაგრამ უკვე დრო იყო და  ...მივწერე სიმართლე.
მახსოვს ამ წერილს ოცი წუთი ვწერდი...დავწერდი,წავშლიდი,კიდევ დავწერდი კიდევ წავშლიდი...
საბოლოოდ მივწერე რომ მე მას ვატყუებდი,რომ მყავს ოჯახი და შვილები...რომ ჩემი შვილი თითქმის
გასათხოვარია  (13 წლის იყო მაშინ თიკო),რომ უფლება არ მაქვს თუ რაღაც სისულელეები.
რომ ძალიან მიყვარს ,მაგრამ დიდ ბედნიერებას ვუსურვებ და კიდევ რაღაც ამდაგვარები.
      დათომ მომწერა:
      ყოველ ახალ დღეს მოაქვს ახალი ფიქრები შენზე,თუმცა ეს ფიქრები უკვე იმედის

ნაპერწკალსაც კი არ მიტოვებენ,პირიქით,მაიძულებენ თვალებში შევხედო რეალობას.

რომ იცოდე რაოდენ დიდი ტვირთის ზიდვა მარგუნე შეგეცოდები.თუმცა

არა,შებრალებას არ ვთხოულობ,ეს ბედის საჩუქარია და...

იცი,ახლა ამ მძიმე ტვირთით,შენზე ფიქრებით,შენი უსაზღვრო მონატრებით

დამძიმებული,მაინც სიამოვნებით,ფეხშიშველი ,მარტო დავუყვებოდი შავი ზღვის

ნაპირს.

უკიდეგანო ცა...

უსასრულო ნაპირი...

უსაშველო ფიქრები შენზე კვლავ მომიტანს ცრემლების წვიმას...

დიდი სიამოვნებით დავიკარგებოდი  ზღვის მორევში და აღარასოდეს

დავბრუნდებოდი....


დათო ნაპირელი

              20-10-2009

მე არ ვიცი მან ეს სიტყვები ჩემთვის დაწერა თუ საიდანმე გადმოიწერა ,მაგრამ მე მაშინ ისე
დავითრგუნე,რომ  სამი დღე არც მიჭამია,არ მისვამს რამე და ერთი კვირა სულ ვტიროდი და
ვტიროდი....
  ჩემთან ურთიერთობა  არ გაუწყვეტია,თუმცა მე მისთვის  უკვე  პრინცესა აღარ
ვიყავი ,მან    ჩემში დაინახა პოტენციური ქალი,რომელთანაც შეიძლება „რამე ‘’ გამოსვლოდა.
    ერთ დღეს  ისიც კი მომწერა, შენ შვილსაც ვუპატრონებ და შენც,თუ ჩემთან ერთად
იცხოვრებო. მე ვფიქრობდი , რომ    მას მაშინ მართლაც ჭირდებოდა ვინმე.....
მივწერე, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო და ერთმანეთი არც გვყვარებია მეთქი.
უცოლო ბიჭს თავგზას  ვურევდი .  უფლება არ მქონდა ასე მოვქცეულიყავი. ეს ამბავი
როგორმე უნდა შემეჩერებინა .

მერე  რამდენიმე დღით ერთმანეთს მართლაც დავშორდით...
ერთ დილით კი ასეთი შინაარსის წერილი დამხვდა:
- ისე წახვედი, რომ ვერც კი დაგემშვიდობე. არ მინდა შენი დაკარგვა, ძნელად მოსასმენია და გასაგები ეს ყველაფერი. მიგეჩვიე ადამიანო და ახლა უშენოდ მაგრად გამიჭირდება. შენთვის ალბათ სულ ერთი ვარ. , მაგრამ ჩემი ხასიათი მინდა ერთი ლექსით გითხრა:

არ დაგიჩოქებ!
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი,
რომ წამოდგომა გამიჭირდება.
არ დაგიჩოქებ! მე დაჩოქება
სულ არავისთან არა მჭირდება.
არ დავუჩოქებ! შენს ლამაზ თვალებს
შენზე ამაყი მე ვარ იცოდე.
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი,
ფასი არა  აქვს  ჩოქვილ სიცოცხლეს                   
                   


იცი ჩემზე შეიძლება იფიქრო რამ შეშალა ეს ადამიანი, რამ ააფორიაქაო, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხი შენს თავში უნდა ეძებო
ასეთია ჩემი ფიქრები, რომელიც ალბათ ახლა გარს მახვევია, როგორც ნისლი ბუმბერაზ მთებს. ფიქრს ხომ თითებზე ითვლიან, როგორც მე ვითვლიდი დღეებს  შენთან შესახვედრად.
05-11-2009
20:40

დათო ნაპირელი



ამდენი  ვილაქლაქე და დათოზე არაფერი დამიწერია.ის სნაიპერია , სულით და გულით ჯარისკაცი, კრწანისის სნაიპერთა სკოლაში    სროლას ასწავლის.
როცა ვუთხარი,შენ მე დიდი სიყვარული მასწავლე მეთქი,მითხრა,ერთადერთი ადამიანი ხარ,,ვისთვისაც სროლა არ მისწავლებია და სხვა რამ ვასწავლეო...


             
                          2012 წელი. 25 ივლისი.დილის 4 საათი.:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები