 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 აპრილი, 2018 |
ფერეიდნელი ქართველები ჩვენზე დიდი ქართველები არიან, ოთხი საუკუნეა ქართულ ენას ინარჩუნებენ. ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში „ქართული ანბანის“ ძეგლი დადგეს. ჩვენ კი... ჩვენ-საქართველოში დაბადებული ქართველები, ქართულ სიტყვებს ნელ-ნელა საუბრიდან ვაგდებთ, უცხოური სიტყვები შემოგვაქვს ხმარებაში.
სადაც არ უნდა გავიარო, ყველგან უცხოურ წარწერებს ვაწყდები, ქართულ წარწერებს იშვიათად შეხვდები სადმე, ან საერთოდ ვერ შეხვდები. ზოგიერთები უკვე წერასა თუ საუბარშიც ურევენ უცხოურ სიტყვებს. აკაკი წერეთელი ასეთ საუბარს „ჩიქორთულს“ უწოდებდა, არადა ქართული ენა მდიდარი ენაა, ქართულ ენაში უცხოური სიტყვების უამრავი შესატყვისი არსებობს.
ქართულ ენაზე მდიდარი ენა მეორე არ მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვერცერთი უცხოელი ვერ გადათარგმნის „გენაცვალეს“ და „შენი ჭირიმეს!“ ასევე არ ითარგმნება გალაკტიონ ტაბიძის სიტყვები: „მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ“...
საქართველოდან გადახვეწილი ზოგიერთი ქართველი უფრო კარგად საუბრობს ქართულად, ვიდრე საქართველოში მცხოვრები ქართველი. წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში პოეტი მიხეილ ქვლივიძე, მაგრამ ისე შეინარჩუნა მშობლიური ენა და ისე საუბრობდა ქართულად, ბევრ ფილოლოგს შეშურდებოდა.
ასე რომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას, ჩვენს დედაენას, თორემ მორის ფოცხიშვილის ერთი ლექსის არ იყოს,
„დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო“.
ყველგან უცხოურ წარწერებს ვხვდები
სადაც დავდივარ ფეხით ეული, ყველგან უცხოურ წარწერებს ვხვდები. სევდით ივსება ჩემი რვეული, წლები კი... სწრაფად გადიან წლები.
ისევ დავდივარ ფეხით ეული, ყველგან უცხოურ წარწერებს ვხვდები. ვწერ ამ სტრიქონებს ცრემლმორეული, ქართველთა სევდის შარბათით ვთვრები.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა ორთავეს. მადლობა ორთავეს.
2. რა ვიცი, უცხოეთში ყოფნისას, განგებ ვათვალიერებ და ვერსად ვერ ვნახე უცხო ენაზე წარწერები , გარდა იმ ენისა რომელიც იმ ქვეყანას ეკუთვნის. რა ვიცი, უცხოეთში ყოფნისას, განგებ ვათვალიერებ და ვერსად ვერ ვნახე უცხო ენაზე წარწერები , გარდა იმ ენისა რომელიც იმ ქვეყანას ეკუთვნის.
1. სახელმწიფომ უნდა გაამძაფროს კანონმდებლობა ასეთ დარღვევებზე. განსაკუთრებით ჟურნალისტების შემთხვევაში რადიოსა და ტელევიზიაში ასევე ჟურნალ გაზეთებში
ვუყურებ ხოლმე ხანდახან გადაცემებს ( უფრო ვუსმენ პრინციპში, რადგან ტელევიზიას დიდი ხანია აღარ ვუყურებ ) და ისეთ საშინელებას ამბობენ "ვითომჟურნალისტები", რომ მეც კი შემრცხვება ხოლმე
მაშინვე თამარ ბუკია, ჯონათან ლივინგსტონი ( ჩვენი ) და ღვინჯილია მახსენდება
გული მწყდება ამ ტენდენციაზე :( სახელმწიფომ უნდა გაამძაფროს კანონმდებლობა ასეთ დარღვევებზე. განსაკუთრებით ჟურნალისტების შემთხვევაში რადიოსა და ტელევიზიაში ასევე ჟურნალ გაზეთებში
ვუყურებ ხოლმე ხანდახან გადაცემებს ( უფრო ვუსმენ პრინციპში, რადგან ტელევიზიას დიდი ხანია აღარ ვუყურებ ) და ისეთ საშინელებას ამბობენ "ვითომჟურნალისტები", რომ მეც კი შემრცხვება ხოლმე
მაშინვე თამარ ბუკია, ჯონათან ლივინგსტონი ( ჩვენი ) და ღვინჯილია მახსენდება
გული მწყდება ამ ტენდენციაზე :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|