ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2018


ისევ და ისევ

ტოტზე კვირტების არის რანდევუ,
ყლორტებზე ცრემლი უბრწყინავთ ვაზებს,
მარტის სიცივით გაგულადებულ
ქარს გაზაფხული დაუწვა მკლავზე.

მე შენს თვალებში ჩემი ბავშვობის
ასასრულებელ ოცნებებს ვხედავ,
ალბათ, ამიტომ, როცა დავშორდით,
გაუცხოება ვიგრძენი მეტად -

საკუთარ თავთან და ბავშვობასთან,
ყველა ღიმილთან, რომლითაც მწამდა,
რომ არსებობდა ის განცდა მართლა,
მარადისობის რომ შეგრთავს წამთან.

ალბათ, ამიტომ შენი სიცილიც
შეცვალა დარდის უხვმა მარაგმა
და შეცბუნებულს სითბოს სიმცირით,
აღარ გიღირდა ყოფა არაფრად...

დგება აპრილი, ჩადგება ქარიც,
მხურვალე სუნთქვით სხეულს აგივსებ,
როგორ მნატრობდი, ოღონდ მითხარი
ისევ და ისევ, ისევ და ისევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები