ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2018


ბაიობა

ნინო დარბაისელი
ბაიობა
- - - - - - -
(სააღდგომოდ რ. დარჩიაშვილს)
.
მიმოზები, ტიტები და გვიანი იები
გეგებება მიმავალს წყება,
წყება,
წყება.
ცოდვა ცოდვას მიება,
გინდა მონანიება,
გინდა მადლით ავსება,
ბრალის დავიწყება.
გინდა აღიარება,
შვების ცრემლთა ღვარება,
(ვისაც ელი -
ამქვეყნად აღარ იარება).
მოთმინება იობის,
ჟამი ლიტანიობის,
წრფელი, საყოველთაო
ლოცვა-ზიარება
გეზიდება, გინდება,
გეყოს გამბედაობა,
მასთან აღარ დაება, ვინც უფალს ედავება,
სული დაიობა.
ნუღარ შეგეშინდება, შენც ითხოვო შენდობა,
ლოცვა ნუ მოგწყინდება!
ზეცა მადლით ბრწყინდება,
უხმობს ყველას ტაძრისკენ ბზობა-ბაიობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს