ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2018


მე და შენ...

მგონი, მოგწონვარ, ორი აზრით, ერთი გაგებით,
ასე მგონია, ჩემზე უკეთ იცი რა მინდა...
კარჩაკეტილში სარკმელი მაქვს გამოსაღები,
გარეთ დათბა და გაზაფხული მიმორანინობს.
ვიღაცას ალბათ ეგონება ფლირტი მწყურია,
სინამდვილეში ცხოვრებაა მე რომ მიღიმის.
ჩემი ჰქვია და რა თქმა უნდა, შინაურია,
ხელს გადამხვევს და გზას მივყვებით ღიღინ-ღიღინით.
წინ კი მივდივართ, თუმც, ვიტოვებთ უკან მოსახედს,
დარდის ხიდები არ დაგვიწვავს, წყალმა იცოდეს!
ჰო, ერთად ვცხოვრობთ თბილკედლება ერთგულ ოთახში
და არასოდეს არ ვუზომავთ წუთებს სიცოცხლეს!..
07.04.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები