ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2018


როგორც ყოველთვის...

და როცა ვფიქრობ, ის კი არა, როცა ვარწმუნებ
საკუთარ ფიქრებს უშედეგოდ გადაგივიწყოს,
ვბრაზდები მერე, გეფიცები, ისე მინდა,
რომ ამ ნერვებმა სულ წამებში სადღაც მიმტყუნოს.
მოულოდნელად, ისე როგორც შენვე გამოჩნდი
და ამირიე ეს რიტმული მაჯისცემები,
რაღა აზრი აქვს კარგად ყოფნას თუკი არმინდა
თუკი, არ მომცემ მცირე მიზეზს კარგად ყოფნების.
რაღა აზრი აქვს რომ თენდება
ან ვის ადარდებს,
ან რა ამინდებს გვპირდებიან
რაღა აზრი აქვს.
აივნიდან რომ შევხედავ და უსიტყვოდ ვიტყვი,
დღეს შენი ლურჯი თვალებივით ანათებს ეს ცა.
და მერამდენედ, არც კი ვიცი,
რამდენჯერ ვცადე,
თვალის დახუჭვით რომ იციან, თითქოს ბავშვებმა
დავხუჭავ თვალებს აღარ მინდა, რომ გამახსენდე
და არ გამომდის სულ ტყუილად გაძლევ პირობას,
რომ აღარ მოგწერ, არ ვიფიქრებ შენზე არასდროს,
გამოდის ესეც მორიგი და დიდი დაცინვა,
შენც დამიმატებ უმოწყალო დოზებს ცინიზმის
და მერე გიკვირს გიჟი რომ ვარ,
გიკვირს და გჯერა.
როგორც ყოველთვის მაინც ვერ ვთქვი
სათქმელი სწორად,
როგორც ყოველთვის ამერია ისევ სიტყვები,
ვფიქრობ და ერთიც ჯანდაბამდე წასულა ყველა
დაგელოდები, დაგელოდები, როგორც ყოველთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს