ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2010


თოლია ჯონათანს...

შენ დაიმოკლე მხრებზე ფრთები ჯერ და მერე კი
დაივიწყე და ვინ იყავი რადგან არ გახსოვს,
ოქროსფერ თვალებს დააწაფე მზე და მიმიკით
მიხვდი, რომ მთვარეც გიყურებდა როგორც თანასწორს-

შენ მიგატოვეს თოლიებმა რადგან ძნელია
სწავლობდე ფრენას, როცა მაინც სხვას ასე ესმის:
თავისუფლებას ანაცვალე შენი გენი ან
ერთფეროვნების დაარღვიე დოგმა და წესი.

არაფერია!  ის რაც მაინც ყველაფერია,
და ვისაც ვითომ არა სჯერა, ხშირად სჯერა თან...
მიდი ცას ფრთები დაატოლე რა დაგრჩენია...
თუ თოლიებმა დაგივიწყეს უკვე ჯონათან!

შენნაირები არ უყვარდათ არსად არასდროს-
ყოველთვის მკაცრად ისჯებოდნენ ბედის ურჩები,
თავისუფლება მარტოობის ტკივილს გთავაზობს...
ხოხვას, ფრენა ჯობს ბოლოს მაინც მარტო თუ რჩები... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები