ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 იანვარი, 2011


შობას გილოცავ,დე...

  ტახტზე წევხარ ტელევიზორის წინ და მე შენს ჭაღარას ვითვლი ჩუმ-ჩუმად...
  ერთი,
  ორი,
  ათი,
  ასი...
  სიბერე მედავება შენს თავს, არადა შენ მხოლოდ ჩემი ხარ და არავისთვის მემეტები, ჩემი ერთა ძმისთვისაც კი...
  მსოფლიოში ყველა შვილის სიყვარული რომ შევკრიბოთ დედისადმი, იმაზე ათასჯერ უფრო დიდი გრძნობით მიყვარხარ,დე!
  ჩემი თითოეული ჩასუნთქვა შენ ხარ და მასუნთქე კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს...
  თვალებით ვავლებ კორექტორს შენს თითოეულ ნაოჭს
  შუბლზე,
  ლოყებზე,
  ხელებზე...
  სულ მალე ბოლო ნაოჭსაც წავშლი და დავამარცხებთ სიბერეს... აი, ნახავ! სულ... სულ მალე,დე...
  დილიდან უსურვილესი სურვილით მინდა გაკოცო
  თითებზე,
  თვალებზე,
  წამწამებზე,
  ცხვირზე,
  ნიკაპზე...
  მაგრამ არ შემიძლია...
  ცისკარზე ვეზიარე,დე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები