ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2011


"კეთილი ხულიგანი"

ერქვა კეთილი ხულიგანი,
გამო სიტყვებთან თამაშის.
ლექსებს წერდა სულ გულიანებს,
როცა არ იყო ნავახშმი...
აზრს დანასავით აბასრებდა,
ან თიხასავით მოზელდა.
თვითონ არასდროს ”აბაზრებდა”,
ფაფარს რომ შლიდა ბოზებთან.
უყვარდა ძრომა არყის ბოთლში
და შიგ დარჩენა ჯინივით.
მერე იწყებდა მთელი ხოშით
ლექსის წერას და დილით კი,
მაგიდა ერთობ უსაუზმო,
ნაბახუსევის სიხმელე.
თავში აზრები ჰგავდნენ უზრდელს,
თუმცა, მიმხვედრი მიხვდება...
ვალებს იღებდა ურიისას,
გასტუმრება კი უჭირდა.
ისე, ვისაც კი გული მისცა,
თეთრს არ აგდებდა მუჭიდან...
ხან ბომჟი იყო,  ხან რაინდი,
სხვა მაჯისცემით ცხოვრობდა.
იყო ბევრისგან განადიდი,
არ იყენებდა ბოროტად...
არ იყო ნაწილი სისტემის,
კავშირების და ორდენის.
ასაკსაც ბევრს სულ არ მისცემდი,
ოცდა და რაღაც ოდენი...
ქალი უყვარდა მუზასავით,
სულ პეპლებივით დასდევდნენ.
ლექსს წერდა ისეთ ”მოზასავეს”,
ყურს ადნებოდა ასევე...
გულში წყენას ხომ არ იდებდა,
კაცს არ იღებდა გულიდან.
ლექსებით ჭკუას არიგებდა,
ცხოვრებას, მარჯვნივ რულიანს...
ერქვა კეთილი ხულიგანი,
რატომ, თვითონაც არ იცის.
წერდა ლექსებს სულ გულიანებს,
თუმც, უგულობას განიცდის...
        02.09.11

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები