ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2017


მიწა


მოკვდა და...
მთელი დანაზოგი მიწაში მისცა.
ეკლესიასთან,
იქ, სადაც საძმო საფლავია.
სადაც ხშირად ქარი ამოდის,
მარტია თუ სექტემბრია,
არ არჩევს ქარი საფლავის ქვებს - მტვერი მტვერია!
ალალი იყო სამი პეშვი ენგურს გაღმიდან,
ვიღაცა რომ გულზე აყრიდა...
.........................
ასეთია მიწის თვისება -
ზოგჯერ უფასო ფასიანში აიგლისება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები