|
რაღაც აირია. ტექსტი არ დადებულა. კიდევ კარგი, ვნახე
კომენტარში ვდებ
#ლექსები ნინო დარბაისელი
მამოგრამა აირია?
მივდიოდი ჩემთვის მარტო, რას ვფიქრობდი?! მახსოვს როდი. მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს, დავინახე, თხუთმეტი წლის გოგომ გიჟად ჩამიქროლა, გავიფიქრე: ღმერთო ჩემო, ამას რა გადაარჩენს!
მივდიოდი ჩემთვის მარტო, რას ვფიქრობდი?! მახსოვს როდი. მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს, დავინახე, ოცი წლისა გამეტებით ბარგს შეება, რაის შვება, ისეთია, მარტო არსად გაიშვება! დრო - მკურნალი? ძველ იარებს აბრუებს და არ არჩენს. გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ამას რა გადაარჩენს!
მივდიოდი ჩემთვის მარტო, რას ვფიქრობდი?! მახსოვს როდი. მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს, დავინახე, ორმოცისა - ქალი თავქარიანობდა, გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ამას რა გადაარჩენს!
მივდიოდი ჩემთვის მარტო, რას ვფიქრობდი?! მახსოვს როდი. მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს, დავინახე, სამოცისას ისევ ძველი სევდა სდევდა, სხვას - არაფერს დაგიდევდა. გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ამას რა გადაარჩენს!
მოვაგროვე ყველა ნინო, ვინც კი გზაზე შემომყრია, ყველა ერთად მე ვყოფილვარ, მათთან დგომა დამარჩენს, სენმა ხელი თუ დამრია? ვა, თუ მართლა გადამრია! აქ მდედრია თუ მამრია, საბუთებში ხელი რია, ერთიანად აირია, არის ერთი რია-რია, მოშორებულს - მომკითხავენ, დამითვლიან განაჩენს. სანინოოდ მოვიცალე, სათითაოდ მოვუსმინე, სულ ცრემლებად დავიცალე, მათ აზრს მოვჰყევ, განა ჩემს…
ღმერთო ჩემო, სულ ესა ვართ! მოვედით და შენს წინ ვდგავართ. ყველა ერთად ველოდებით ხელმოწერილ განაჩენს!
მაინც შევაფასებ +5
კარგია, მაგრამ მოკითხვის ბარათს გავს.
მომეწონა
საინტერესო რამ არის.
დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
კარგი ლექსის, კარგი თარგმანი
დიდებულია. საქართველოსთვის მაცოცხლე ჩემო უფალო იესო. ამინ!
გაიხარე მუხა,იმედისმომცემი კომენტარია,დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის...ჩემთვის მნიშვნელოვანაი თქვენი აზრი.
მადლობა! ვსვამ თქვენ სადღეგრძელოსაც.
თვითგვემა, არ არის მოსაწონი სუსტი და მეტად პატიოსანი ადამიანების მცდელობაა, ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუძლოს, აკეთოს ის რაც მას შეუძლია ნიჭის გარეშე , მაგრამ თუ ის ნიჭიერია და ლექსებს, წერს ლექსების წერა კი ღმერთისგან საჩუქარი განძია და თვითდაფასება უნდა. თავიდანვე არც სინატრა იყო , მერე გახდა ცნობილი მომღერალი, მითმინეთ დრო დადგება საქართველოსაც დაამშვენებს თქვენი ლექსები .
შესანიშნავი ექსპერიმენტებია.
შესანიშნავი თარგმანი.
ცხოვრების სიცოცხლის ინტელექტის ფილოსოფია. ფილოსოფია
ძალიან კარგი სევდია პოზიტიური ამბავი.
უმაღლესი შეფასება.
შედევრია. გაიხარე ნინო ძვირფასო, როგორი ნიჭიერი, განათლებული, სამშობლოს მოსიყვარულე ტკბილხმოვანი ავტორი ბრძანდები სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრისა.
ძალიან მომეწონა.
საინტერესო ლექსია თავისი სიღრმით, მხოლოდ" გაღოჯებული"ს შევცვლიდი.
გილოცავთ მუხა,მრავალს დაესწარით,გამიხარდა რომ გაგახარეთ,სამასი წლის შემდეგ გაგაგებინებთ პასუხს,ჯერ უნდა დავფიქრდე...
მადლობა კრავაი! დაუჯერებელია, დღემდე ვერ დავადგინე შემქმნელის ვინაობა. ოთხი ადამიანის სახელი მომწერეს, დსმადასტურებელი ფოტოთი. ისე, ხომ უნდა მოახერხო, რამე ისეთი შექმნა და საჯაროდ გამოფინო, რომ სახელის განთქმის მაგიერ, ვინაობა საიდუმლოვდებოდეს. მარკიზ დე სადი რომ დე სადია, იმასაც კი არ დაუმალავს, ვინ იყო!
მუხა საყვარელო, მე რომაც დაგიმალო, შენს მახვილ თვალს რა გამოეპარება! ჯერ კი კონკრეტული ადამიანი მყავდა მხედველობაში, განვიცადე , მისი ამბავი რომ გავიგე. უხსოვარი დროიდან ვიცნობდი, მართლა ძალიან კარგ პიროვნებად …მაგრამ მერე გავიგე, ეგ რა არის, დღეს “სელებრითი“ ქალებიდან არცთუ ცოტააა მაგ დღეშიო.
დათო კობახიძე, მუხა, მადლობა კეთილი სიტყვისთვის. გამხნევება ნამდვილად მიხდება, დიდი სტიმულია, როცა არანაირი ვალდებულება არა გაქვს გამოკვლევების წერისა, მაგრამ, თითქოს, რაღაც შინაგანი სახრე კანჭებში გხვდება და წერას გაიძულებს.
მადლობა, მუხა საყვარელო, ღმერთმა მრავალი სიკეთე მოგცეს!
ითარგმნა ChatGPT-ის შენიშვნების გათვალისწინებით, შეამოწმეთ თავად.
როგორ მესიამოვნა ეს ლექსი, გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო და დღეს ეს რომ წავიკითხე, მივისაკუთრე და ჩემს საჩუქრებს დავამატე. შენ პირს შაქარი ავტორო, ეგება მეც სამასი წელი მერგოს,ა რას იტყტვი?!
სულ სიხარულსა სიახლეებს გისურვებ ავტორო, ასი წელი მოგზაურობაში და პოეზიის გარითმავში გაგეგრძელებინოს ცხოვრება.
რატომღაც თარგმანი მეგონა. მოწონება.
საინტერესო დიდებული პუბლიცისტიკა.
რაკი ტექსტები არ ,,კოპირდება”, საილუსტრაციო ფოტოები ლექსებისა დევს ფეისბუქზე , ჩემს გვერდზე
საინტერესო ანალიზი
|