ლა ჩვეულებრივი წევრი გაწევრიანდა: 8 სექტემბერი, 2011 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 10 იანვარი, 2012 12:21:58
რაღაცნაირად ცხოვრობ, რაღაცნაირად - ცერად! რაღაც სითბოსაც იტევ, ზოგჯერ წვიმას და ქარსაც... რაღაცნაირად გიგებს, რაღაცნაირად - ვერა. რაღაცნაირად გიყვარს, რაღაცნაირად - მასაც.
რაღაცნაირად სვამ და რაღაცნაირად თვრები, რაღაცნაირად გძინავს, სულაც არ გძინავს ზოგჯერ - რაღაცნაირად გტკივა, რაღაცნაირი ძვლები, რაღაცნაირი წამლით იყუჩებ, დღეში ორჯერ.
რაღაცნაირად წვალობ, რაღაცნაირად ძღები, რაღაცნაირად გაქვს და რაღაცნაირად არც კი... რაღაცნაირი ღმერთის, რაღაცნაირი გზნებით, რაღაცნაირად გწამს და რაღაცნაირად... მას კი...