წევრები


   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

მაჰათმა განდი
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 ოქტომბერი, 2008
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 22 მაისი, 2019 10:25:10
რაც არ უნდა მოხდეს, მადლობელი ვარ მის მიმართ, რომ მაძლევს საშუალებას შევძლო ის, რაც დღეს ძალმიძს,,


--

დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს!

---

სიყვარული გამოხატული საქმეში, იქნება ის დიდი ძალა რომელიც ჩვენ როგორც ხელებდაკაპიწებულ მშენებლებს , შეგვაძლებინებს რთული კონსტრუქციის მქონე, ფურცელზე არსებული  ნახაზების -- რეალობად ქცევას.

---

<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში!

---

<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონებრივი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".


-\\-\\-\\-\\--

გავატაროთ მეტი დრო 70 წელს გადაცილებულ ადამიანებთან და 6 წლამდე ბავშვებთან,,

რატომ??

ალბათ იმიტომ, რომ მათში სიწრფელე იკვეთება,, მათში ყოველდღიური საზრუნავი, ვნება, სიხარბე, შური არ არის აქტუალური,,

რადგან, მათთან ურთიერთობით ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენ ვიწმინდებით,,

,,


ღიმილი ჩემი,კიდევ ვიღაცის,
ღიმილი სხვისი...თუნდ არავისი,
დაგიწყობ ფენად შორეულ სითბოს,
ნეტავ კი იყოს ეს საკმარისი.

მზეც ისევ შენი,სხივები ჩემი,
გავაბათ ბაწრად და გახუნდება-
სევდის ტკივილი,ტკივილი დარდის,
ხანდახან მზესაც გზაზე უხვდება.

მთვარე ჩამომამაქვს,
აი,
დილისთვის,
მინდა რიჟრაჟზე ფანტელის კოცნა,
ცას დავიკიდებ,როგორც საყურეს
და ვარსკვლავების კვალდაკვალ მოვალ.

ღიმილი ჩემი,კიდევ ვიღაცის,
ღიმილი შენი...(სხვაობა დროში)
ლექსში ჩაგიკრავ ყველას სიყვარულს,
აქ,დაგახვედრებ ,საქართველოში.



--/-\


ვერ გიგუებ ასე მშვიდს და მოწყენილს,
მინდა სითბო არ მოგაკლდეს თვალებში,
აღარ მახსოვს რა თვეა და რა წელი,
მონატრების კოქტეილით გალეშილს.

სერენადებს მიძღვნის ღამით გიტარა,
სევდიანი ფიქრის აკორდებიდან
გაზაფხულმაც ვეღარ გამოიდარა,
ალბთ, მალე ჭორად აგორდებიან

ატმის ხეზე ვარდისფერი კვირტები,
თვალდახუჭულ ფოთლებს გააღვიძებენ,
მე კი მხოლოდ უშენობას გპირდები,
როგორც გიჟურ და შორ თავდავიწყებას.

ვმარცვლავ რითმის მადისაღმძვრელ ბროწეულს,
სერენადებს მიძღვნის ღამით გიტარა,
მელოდიას, ოღონდ ლექსად მოწერილს
განდობ, განდი, გინდ უსმინე, გინდ არა.

          --


ცა მოწმენდილა..
ფუნჯით ვხატავ ფერმკრთალ ვარსკვლავებს,
სიტყვებს მიმოვდევ
მოვარდისფრო მელნის ხაზივით.
თვალებდახრილი ვსაყვედურობ
საკუთარ წარსულს,
დღეებს მივყვები მეცხრე ცასთან
და უფრო ზევით.
ვფანტავ ღიმილებს,
ამ ცხოვრებას ვურჩენ ჭრილობებს,
როგორც სიყრმეში სიცხიანებს
გვივლიდა დედა,
ვერა გავუგე ამ დაწყევლილ
ადამის მოდგმას
და იმ ქვეყნადაც თან მიმყვება
სამყაროს სევდა.
უსასრულობას გადავყურებ
მკვლელის თვალებით,
გადაინათა ჰორიზონტზე
ბოლო მზემ გუშინ,
ამოწურული ლიმიტებით
ვდგავარ საზღვართან,
გზაჯვარედინებს
დიდი ხნის წინ ვაქციე ზურგი.
ბოლო ლექსებად დავიცლები
ვიდრე- წასვლამდე,
შენ, ჩემს მეგობარს,
გახსენდება ჩემი ბავშვობა...
შემოდგომაზე ღიმილებით დახვდი
ზღვის პირას,
მზიან გარიჟრაჟს,
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას!

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს