წევრები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

უმნიშვნელო
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 23 აპრილი, 2014
    უმნიშვნელო
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 6 მაისი, 2014 06:32:26
მე კი არ ვდარდობ,
შემოდგომის დარდს ვინაწილებ..

გ. ა.

***
ზამთრით დამფრთხალი
ღამეები შემომეხიზნენ,
გათიბეს ჩემი ზამბახები
და მოიპარეს...
იგალობებდი გამქრალ ვარდებს,
მამლების ყივილს
და რაღაცის შიშს იგალობებდი?
თოვლის სიზმარში აღმუვლებულ სულს
ამ ზამთრისას?
დანელდა ცეცხლი საღამოის,
მთამ წაიტირა ალმასებით
და მივაშტერდი
ღამეებში შემოჭრილ ქარებს,
ნუთუ ქვესკნელის სიზმარი ვარ
და ჩემს თავს ვჯიჯგნი,
დავდო მახვილი და დავწყნარდე,
იგალობებდი ჩემს სიწყნარეს,
ვით შროშანთ ჰგალობ?
იგალობე, ჩემი უდაბნო
ცით იგალობე,
მზით იგალობე
და ყვავილებს გაიმეტებდე.
იგალობე ტიტველ ხეებში,
თოვლით მწუხარე ღამეებში
რომ დამიტოვეს,
იგალობე ჩემი ზამთარი,
ნამქერში წახრილ ლანდის სვეტებზე.


გ.კ


***
მთელი ცხოვრება ასე გავატარე,
კუდში დავდევდი ადამიანებს , ვინც მაინტერესებდა,
რადგან მხოლოდ გიჟებს ვთვლიდი ადამიანებად.
ვისაც სიგიჟემდე უნდათ იცხოვროს,
ვინც შეშლილივით გელაპარაკება,
ვისაც გაგიჟებით უნდა შეამჩნიონ
და თან ყველაფერს დახარბებულია,
ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს.
ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან
და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ.
მხოლოდ იწვიან,
იწვიან,  რომაული ყვითელი სანთლებივით
და მერე ფეთქდებიან ,
რათა ვარსკვლავებს
ობობას ქსელის მაგვარი შუქი მოაფრქვიონ.

ჯ.კ