დღლოფინიჩი1 ჩვეულებრივი წევრი გაწევრიანდა: 22 აგვისტო, 2014 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 24 აპრილი, 2021 20:49:04
ფარულ ტკივილებით ბაღი დაბურული ასეთ გრადაციით მიდის ფრთაზვიადი, ღამე-მარტოობის მტევნით დახურული ფარდა-იდუმალი, სარკე-იშვიათი. ღამე უცხოეთში უნდა გამეთია როცა აზიიდან მოდის განათება ათას საუკუნის მთელი ტრაგედია მოსდევს მოგონებას, როგორც ანათემა. ხმალში გაწვევაზე ფიქრი უმიზეზო, შენზე ოცნებასაც ვიცი რა დავარქვა. სანთლით იფოთლება ჩვენი ჩუმი ეზო... გასწი! მიმაქანებს თვალთა გადაკარგვა.