წევრები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

იმედი ჯახუა
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 აპრილი, 2009
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 27 იანვარი, 2014 08:36:26
ეპიგრაფები  წიგნისათვის
                  ,, სიყვარულის  საუკუნე ’’


მინაწერი  მირან  ფალიანის  ლექსზე  ,,  ფუფალა  ’’


ჯერაც  სვეწერას  გულის  გარდა  ვერცრა  ვუფარე
და  კვლავ  შენ  აგცქერ  რწმენით  და  შიშით...
მიეფერე  და  დაიფარე  უფალო,  ფუფალა  -
სიყვარულისთვის  დიდმოწამე  ლამაზი  გიჟი!!!


ბავშვობა.  სიყვარული...

შენს  ფერფლს  ჯერ  კიდევ  შერჩენია
უმწეო  სითბო
უხმოდ,
ძლივსღა  მფეთქავი  გულის...
ხოლო  ეულად  გარჩენილი
დაობლებულ  ჟამის  მინდორზე  -
უკვამლოდ  და  უალოდ  იწვის
ჩემი  სიცოცხლე...
და  მუდამ,
როცა  შენზე  ვფიქრობ,
ასე  მგონია  -
ღადარსა  ვქექავ
კრემატორიის  წყეულ  ღუმელში
და  სასწაულით  გადარჩენილ  გულს  ვეძებ  თითქოს...



***

როცა  ცინცხალი  სიცოცხლის  მაცნედ
ურიცხვ  მერცხლებით  მოვლენ  მარტები,
ტანშიც  ნაცნობი  ცახცახი  გამცრის  -
კვლავ  უსაშველოდ  მომენატრები!..