წევრები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

რატი ქართველიშვილი
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 ივლისი, 2009
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 16 სექტემბერი, 2022 10:08:26
რატი ქართველიშვილი დაიბადა 1972 წლის 14 სექტემბერს, ქ. თბილისში, თეატრის ცნობილი  მოღვაწის, პროფესორ ვახტანგ ქართველიშვილის ოჯახში.1996 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ფაკულტეტი (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).1994 წლიდან 2002 წლის ჩათვლით მონაწილეობდა ახალგაზრდა დრამატურგთა სემინარში, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა ქ. ქობულეთში.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებსა და ჟურნალ-გაზეთებში (ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის სცენარისტი და კინოფილმების განყოფილების რედაქტორი, ტელეკომპანია ”9 არხის” მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ავტორი და დილის საინფორმაციო-შემეცნებითი გადაცემის წამყვანი, ტელეკომპანია ”მზის” საინფორმაციო გადაცემა ”მზერას” ჟურნალისტი, გაზეთ ”რეზონანსის” მორიგე რედაქტორი და პოლიტიკური მიმომხილველი, გაზეთ ”ახალი ვერსიის” მთავარი რედაქტორის თანაშემწე, ჟურნალ ”ტელესკოპის” კორესპონდენტი, ლიტერატურულ ალმანახ ”კარის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” ლიტერატურის რედაქტორი).1997 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მუშაობას და კითხულობს ლექციებს ხელოვნების, ფილოსოფიის, თეატრისა და კინოს ისტორის შესახებ.მისი ლიტერატურული თხზულებები და პუბლიცისტური წერილები გამოქვეყნებულია ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე (ჟურნ. ”ხელოვნება”, ”თეატრი და კინო”, ”ლიტერატურული პალიტრა”, "ცისკარი", "ახალი საუნჯე", ”ცხელი შოკოლადი”, გაზ."ლიტერატურული საქართველო" სხვ.).არის რედაქტორი და მხატვრული კონსულტანტი არაერთი წიგნისა.2003-2012 წლებში მისი პიესა ”შაპიტო” დაიდგა ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართულ თეატრში, ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში.2008 წელს გამოიცა მისი ლექსების წიგნი - ”წვიმა ზამთარში” (გამომცემლობა ”საარი”).

საავტორო გვერდის მისამართი: https://www.facebook.com/pages/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-Rati-Kartvelishvili/143026082441288