რადგან არ ვტირი, ჩემი თვალები ხალხს შუშისა ჰგონია, ჰგონიათ რომ ვერაფერს ვხედავ და სამყაროს თავიანთი თვალებით დანახულს მაჩეჩებენ,მტენიან-
ე მ ი ლ ი
ველევი გრძნობას, სა-გრძნობ(ლ)ად კი დღეებიც მყოფნის, ატანა უნდა ზამთარსაც და ფოთლებს ტერფფეხქვეშ, დავიწყე უკვე, ხასიათი მიმაქვს მარაგში, ჯერ შენ მოდი და გამიღიმე, მე კი-შენს შემდეგ.
ანემონე
შეჩერდი... შეჩერდი! ამ ღამით, ქარაშოტს ელიან ქალაქის ვიტრაჟში მომწყვდეულ ქვაფენილს დაბზარავს სიბერე. გადავცდეთ სიჩუმეს, მოვისხათ აპრილის ხალათი და მერე, ნამდვილი ცრემლებით ტირილი მიჩვენე...