წევრები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

კვაზიმოდო
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 მაისი, 2010
ტელეფონი: ჭღრ-პღრ;)
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 10 მაისი, 2021 18:18:24
ჩემი ტვინი:)


თქვენი გამოცნობა მარტივია,
თითქოს ვსვავდე ახლა აპერატივს,
იქნებ ეგ დაცინვაც პატივია?
აბა ასე რატომ აყირავდი?
იქნებ მარტოობამ გადაგრია,
სულის ვიგულისხმე,განა ისე?
გულში ცეცხლი გაქვს და ღადარია,
მე კი ვივსებ ხორცის დანაკლისებს.
წუთებს გადაურჩათ ტკივილები,
გრძნობა მინავლდება როცა დროში,
შენ კი გენატრება კივილამდე
იქნებ ყურადღება ერთი გროში?
ირგვლივ გაიხედავ,ღალატია,
აბა ახლა ვიღას უნდა ენდო?
ხორცი მხოლოდ სულის ხალათია,
მსურდა ეს ხალათი გადამეგდო,
მაგრამ ვერ გავბედე,რადგან ალბათ
კუზი თავად სულში შემეზარდა,
სულით ღარიბი ვარ როგორც ალბა,
გთხოვთ ამ სამყაროს ნუ შემაზარებთ.
ყელში ამოვიდა ირონია,
ვდგავარ სანაგვეზე ტკივილების,
ჩემთვის პოეზია მირონია!
შენ კი გენატრება კივილამდე
ის რაც თავად დროში დაიკარგა,
ის რაც დაიკარგა თავად დროში,
და მეც მენატრება ტკივილამდე
თავად სიყვარული ერთი გროში...
                                            კვაზი უმახინჯესი////ორიათასოცდა....



გემივით მიაქვს
სხეული ფიქრებს,
ქარი მაწყნარებს
უცრემლოდ მტირალს;
ეჭვების კვამლში
ვაგდივარ პირქვე,
და ყველა სახის
ნიღაბი მტკივა...

(ზინა სოლომონიშვილი)


http://www.youtube.com/watch?v=3I5ImpxHgV4