წევრები


   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

რეჟისორი
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 ივნისი, 2008
    
    
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 24 სექტემბერი, 2017 20:12:19
ძნელია,  როდესაც 
ტაქტში  ვერ  ეწყობი  მუსიკას,
ცხოვრებაც  რატომღაც 
ზედიზედ  გწირავს - გაშამათებს.
და  ის, ვინც  ოდესღაც გიყვარდა,-
ეძახდი  მეგობარს,
ბინძური  წესებით 
თამაშობს  უცნაურ თამაშებს.
ახლა  ეს  სამყარო
გშანთავს  და  გიბურღავს  გონებას,
სიცოცხლე  ბეწვზეა,
საცაა  დაწყდება  ნერვებიც.
ხანდახან  სიჩუმე  გზარავს  და
გინდა,  რომ იყვირო,
შიშისგან  დაზაფრულ კაცუნებს
უთხრა,  რომ იცანი.


21.10.2011.
ბექა  რამიშვილი.