სოლე ლიტერატორი გაწევრიანდა: 1 აგვისტო, 2010 იობიძე დაბადების დღე: 13 იანვარი, 1966 ელ. ფოსტა:mzisa@hotmail.es საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 30 აგვისტო, 2024 23:56:18
† მამა გაბრიელის 10 რჩევა † 1. ღმერთი დაუსაბამო სიკეთე ,დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს,მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს. 2. ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს . სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს. 3. ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო. 4. ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ.. 5. სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს. 6. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება .. 7. შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს ნახევარი მადლი შენზე გადმოდის .. 8. თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ,იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.. 9. იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია. 10. ღმერთის სახელს როცა ახსენებ , ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გადაისახო