წევრები


   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ანნ_ოოო
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 1 ოქტომბერი, 2010
დაბადების დღე: 3 აგვისტო, 1989
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 12 ივლისი, 2015 03:21:44
यन्त्र

დამხატე შენში,
როგორც იანტრა
და მე გავხდები ის საყრდენი,
სულ რომ ეძებდი.



ჭიქიდან ჭიქაში გადასხმულ წყალივით,
ვავსებთ და ვაკლდებით ჩვენ მუდამ ერთმანეთს...


ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები.
ხედავ? მეორდება, მეორდება!
როგორ უსასრულოდ მეორდება,
როგორც ყველაფერი, ეს სტრიქონიც
უცვლელი სახით მეორდება.
და მეც უსასრულოდ ვიმეორებ,
რომ
გაიღვიძებენ მკვდრები,
რომ დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები.

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს