ადვოკატი კახაბერ როდინაძე ლიტერატორი გაწევრიანდა: 1 ნოემბერი, 2010 კახაბერ როდინაძე საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 5 აპრილი, 2022 03:23:55
ლინგვისტური საქმე (ემინ ყიფიანის ხელმოწერა იხილეთ ფოტოზე)
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა მერი ჯოხაძემ, შეადარა რა ხელმოწერა სესხის ხელშეკრულებაზე ემინ ყიფიანის ხელმოწერის ქართულენოვან ნიმუშებს,ამოიკითხა ქართული ანბანის ასოები „ე“, „ყ“ და სავარაუდოდ „ი“.
პროკურატურამ საკუთარი ექსპერტიზა ჩაატარებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტს ნინო ბოლქვაძეს. ექსპერტმა ნინო ბოლქვაძემ, შეადარა რა ხელმოწერა სესხის ხელშეკრულებაზე ემინ ყიფიანის ხელმოწერის რუსულენოვან ნიმუშებს(?!),მხოლოდ ერთი ასო ამოიკითხა, რუსული ანბანის ასო ”К”.