წევრები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

მ ა რ ი კ ო
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 23 იანვარი, 2011
    მარი
სკაიპი: m.a.r.i.k.o.star
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 25 ნოემბერი, 2019 06:20:25
ლ ი ლ ე (მარიკოს)

ბევრი რამ გულში ჩავიკალით,მარტივად დავთმეთ,
ბევრი რამ ქარებს გავაყოლეთ, წარსულის ჩრდილებს,
სულ მალე ათვლას დავიწყებთ და სულ მალე ცხრა თვეს,
ცხრა ანგელოზის ნაოცნებარს დავარქმევთ ლილეს.
ამ ბოლოს ფიქრი მამობაზე სიცოცხლეს მიზრდის,
სულში მაცხოვრის ნაწილაკად შერჩენილ ზომას,
ხანდახან თვალებს დავხუჭავ და მგონია მისთვის,
ბარბი და ტკბილი შოკოლადის კარაქი მომაქვს.
შენ კი კარებთან მელოდები,ხელებზე მკოცნი,
ჰო! შენ ყველაზე უკეთ იცი ყველაფრის ფასი,
და მერე მუხლებს (ახლა უკვე) შვებისთვის მოცლილს,
ჩვენი პატარა ონავარი,ხალივით აზის.
მიყვარხარ! როგორც არასოდეს მიყვარდი… ახლაც,
აი ამ წამსაც შემიყვარდი უღმერთოდ რადგან,
რაც კი რამ ცები ამივლია ერთი ცით მაღლა,
შენ ხარ და შენი სიყვარულიც გვირგვინად მადგას.
ბევრი რამ გულში ჩავიკალით, მარტივად დავთმეთ,
ბევრი რამ ქარებს გავაყოლეთ, წარსულის ჩრდილებს,
სულ მალე ათვლას დავიწყებთ და სულ მალე ცხრა თვეს,
ცხრა ანგელოზის ნაოცნებარს დავარქმევთ ლილეს.

ს.წულუკიძე (მეწერებაა)