წევრები


    * * *    

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ანცი
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 12 თებერვალი, 2011
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 11 ნოემბერი, 2013 22:13:25
მე რომ გაფრენა არ შემიძლია - ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

-------
თუ გნებავთ გაცხრილოთ ჩემი ქმედებანი, საცერს სახელად ტანჯვა შეარქვით.

-------
მარტოობა წარმოშობს ორიგინალურს, თამამს, შემაცბუნებლად მშვენიერს- პოეზიას, მაგრამ იგი აძლევს დასაბამს აგრეთვე უკუღმართს, შეუსაბამოს, აბსურდულსა და დაუშვებელს.

თომას მანი

-------
არ არსებობს დასაწყისი… არც დასასრული… არსებობს მხოლოდ უსასრულო ვნება სიცოცხლისა.

ფედერიკო ფელინი


---------
გპირდები,
ერთ მშვენიერ დღეს-ავდგები და დავალაგებ
ამ ჩემს ცხოვრებას...
მზეს შემოვუშვებ-დიდი ხნის წინ ჩაგმანულ სახლში...
შენ ჩამომიღებ გაზაფხულზე
გაზაფხულით სავსე ჩემოდანს,
მე სეზონურად ჩაცმული ვივლი...
ხშირად დაგიცლი საფერფლეებს-
შენს ნამწვავად გადაქცეულ მელანქოლიას,
გზას გავიხსენებ ლოჯიიდან-საძინებლამდე
და ყოველ ღამე გამოვაგნებ
განა მარტო გასათენებლად...
გპირდები,
ერთ დღეს ავდგები და სასწორზე დაგდებ,
მეორე პინას-ჩამოვამხობ მთელ ამ სამყაროს...
თუ გადაგწონეს-სიმძიმის ცენტრს დავაზიანებ,
წონასწორობის სულ ახლებურ მოდელს ავაწყობ...
გაგიმზეურებ
დიდი ხნის წინ დახურულ საბანს,
გპირდები ერთ დღეს-სათქმელს უკვე ბოლომდე გეტყვი,
მეც შევიყვარებ შენს საყვარელ შინაურ კატას,
და იმ სათქმელსაც, რა თქმა უნდა, გადმოგცემ ლექსით...
გპირდები
ერთ დღეს ავდგები და დავალაგებ ამ ჩემს ცხოვრებას

რე-ანიმა



------------

ანიმატისი

D R E A M E R S 1968წ
დოკუმენტური პოეზია


აღმართული ბარიკადები და იქვე სორბონი „მოვითხოვთ სიმართლეს“
მიზეზი?!-კაფეტერიებში სპაგეტის პორციის გაზრდა თუ
მარიხუანას მოწევის აკრძალვა.ახალგაზრდობა შევიდა მორალურ ჩიხში და
სად არის დე გოლი?!-(როდესაც სტუდენტებს ამბოხი თავისთან მიათრევს).
შიმშილით არ კვდები!მოწყენილობა საფასურს სიკვდილის რისკით იხდიდა!

ვის ახსოვს პასტერი,ჰიუგო...ქანდაკებები დაფარა წითელმა დროშებმა.
„მოწიე რაც გინდა“,“აკრძალვის აკრძალვა“ და მსგავსი პოსტერები...
მთელი დღის მანძილზე სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავს და სიტყვები
რომელიც არავის არ ესმის,ლათინურ კვარტალსაც გადასწვდა.ფანჯრის მიღმა კი მრუშობენ
ფრანგები.არ უსმენ პომპიდუს და როგორც მორიგი სულელი,- ამბოხში ერთვები.

ერთ-ერთი სახლის ფანჯრიდან კი სულ სხვა სამყარო ჩანს,სხვა რევოლუცია.
და აბაზანის სამნაწილიანი სარკე ქმნის იმ ტრიპტიხს
რომელშიც გარყვნილი იზა,თეო და მეთიუ წმინდანებს მოჰგვანან.
შემთხვევით არაა 32 წელს გადაღებულ ფილმებზე თამაში გართობად რომ იქცა,
(იმ დროზე,როცა ევროპას ჰიტლერის სამსხვერპლოსგან ნაბიჯი აშორებს).ასეთი დოგმაა

თუ ვერ გამოიცნობ, სასჯელსაც შენ იხდი! ხოდა დგას თეო და
საეჭვო სიმშვიდით უყურებს მტანჯველ სცენას,(ხო,მისთვის საკრალურს),
როგორ ისაკუთრებს იზას ქალწულობას მეთიუს სხეული.
კვერცხს წვავს ტაფაზე და თითქოს ამ ორთქლზე გონება თბებოდა
მაინც ტკივა,რომ მისი სხეულის მეორე ნაწილი ,მის თვალწინ სხვისდება.

სამი შიშველი სხეულის სუნთქვისგან დაჭმუჭნილ ზეწრებში გრძნობა არეული
გონებაგახდილ ( ევას) გვერდით უწევს უცოდველი და შემცნობი ორი (ადამი)
თვალის კუთხეში გაჩენილ დილის წებოვან მასას. კერტებამოყრილი ენით ეფერება.
და ისე იკარგება ოთახში დაყრილი ტყუპი „შიშველი გონება“და რამლი
როგორც ხელსაბანში მეთიუს შარდისგან რჩება არაფერი!

მთელი დღის მანძილზე სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავს და სიტყვები
რომელიც არავის არ ესმის,ლათინურ კვარტალსაც გადასწვდა.ფანჯრის მიღმა კი...