 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 მაისი, 2018 |
სვავებს ვინ მოთვლის ცის კამარაზე, რამდენია?! მოქუფრულ თვალებზე დასთამაშებთ მათ ჩანაფიქრი - ავი! ციდან დასცქერიან ველებს, რომლებიც ბრტყელია და მასზე საზრდოობენ: ფლორა-ფაუნის "უნაკლო" შვილნი! დღეს მათი ტყვეა ყველა თავ-თავი, ისინი კორტნიან ბრტყელი სივრცის ყველა კაპილარს და მკურნალი არსად ჩანს! დასვრეტილ ველებს გასდით: მდინარე, რუ და ზღვა-ოკეანე... სველ გალაკტიკას ირმის ცრემლები დაერქვა - გადახტომისას! ირმის ცრემლები მკურნალია სვავის კვალისა, მაგრამ მიწა, მშობლისა სხვის კართან მიტოვებულ ჩილ ბავშვს ჰგავს და კართან დგანან დედის ნაცვლები. მოქუფრულ თვალებზე მათ დასთამაშებთ ჩანაფიქრი - ავი, სვავებს ვინ მოთვლის რამდენია ცის კამარაზე!... მიწა მშობელი ჩვენ დავითვალეთ - მხოლოდ ერთია, გალაქტიკები მილიონობით! გიგო რიონელი 11 მარტი 2018 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|