 | ავტორი: ჰერელი ჟანრი: პოეზია 13 მაისი, 2018 |
- - - რა მარტივია სხვაზე წერო... როგორი ძნელი, - ჩაიხედო სარკეში და საკუთარ თავს უთხრა: მიყვარხარ! ან თუნდაც მძულხარ!
რა მარტივია ქარზე წერო და შენ ოთახში იყო გამოკეტილი.
მე გადავწყვიტე, გამოვიდე ჩემი მშვიდი შენობიდან, ვიარო უმისამართოდ და გიამბოთ ბავშვობის ქარიან დღეებზე.
- - - შემოდგომისას, მერცხლები რომ გავაცილეთ, მე და ჩემი ბავშვობა შემოვრჩით სოფელს.
ასე იწყება წასვლა, მაგრამ დარჩენილ სიცარიელეს, - ვიღაცა გივსებს, ან ქარი მაინც...
აგურის სახლის აივანზე სარკე გვქონდა და ქარმა გატეხა... მე დავიბრალე და ჩავახედე ჩემი ბავშვობა იმ ნამტვრევებში.
ბევრი ვიყავი, ძალიან ბევრი! ალბათ ამიტომ ვერ დავატიე ჩემი ცხოვრება - მუჭა სოფელში...
სოფლის შემოდგომამ ბოლო ფოთლებიც მიიწვინა გულზე, - პაპა-ბებია... მეც დავიჯერე, რომ ყველა გზა - სოფლიდან მიდის...
- - - წასვლას რა უნდა?! დღეს ხეებიც კი იცვლიან ადგილს... და ასე მოხვდა ჩემი ბავშვობა ფართო პროსპექტზე.
გავდივარ გარეთ - მოზომილია გზა სახაზავით, ქუჩას ხაზავენ თეთრი ნახარშით და შუქნიშანი თევზის ფხასავით, გაჩხერილია ვიწრო ხახაში...
და ვდგავარ დღეების საცობში, თან ყოველდღიურად ვუახლოვდები: იმედგაცრუებას, ტკივილს, მოლოდინს... და გვერდს ვუვლი: ათას უბედურ შემთხვევას და ტრაგედიას...
მიუხედავად ამისა, ჩემი თავი მაინც გამყავს გარეთ, - ფართო ქუჩაზე სახეტიალოდ... იმ მოლოდინით, რომ მივალ მისამართამდე, სადაც შევხვდები ქალაქში გზააბნეულ ჩემივე თავს, - საპირისპირო მხრიდან მომავალს...
2018 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მომეწონა, ეს ძალიან ,,აგურის სახლის აივანზე სარკე გვქონდა და ქარმა გატეხა... მე დავიბრალე და ჩავახედე ჩემი ბავშვობა იმ ნამტვრევებში''.
მომეწონა, ეს ძალიან ,,აგურის სახლის აივანზე სარკე გვქონდა და ქარმა გატეხა... მე დავიბრალე და ჩავახედე ჩემი ბავშვობა იმ ნამტვრევებში``.
12. ზაზა, ძალიან მომწონს, ბევრი წარმატება შენ! :) ზაზა, ძალიან მომწონს, ბევრი წარმატება შენ! :)
10. გადაიკვეთა ჩვენი გზები ისევ :D გადაიკვეთა ჩვენი გზები ისევ :D
9. ზაზა, იმდენად კარგად წერ კონვენციურ ლექსებს, ჯობია ვერლიბრს არც შეაჩვიო ხელი. ჯადოსავითაა, ნაკლები თავის მტვრევა უნდა და მერე გაგიჭირდება რითმებთან დაბრუნება. ცხადია იმასაც უნდა მუშაობა, მაგრამ ბევრად ნაკლები. ნებისმიერ შემთხვევაში წერე :) ეს ლექსიც კარგია ცხადია. ზაზა, იმდენად კარგად წერ კონვენციურ ლექსებს, ჯობია ვერლიბრს არც შეაჩვიო ხელი. ჯადოსავითაა, ნაკლები თავის მტვრევა უნდა და მერე გაგიჭირდება რითმებთან დაბრუნება. ცხადია იმასაც უნდა მუშაობა, მაგრამ ბევრად ნაკლები. ნებისმიერ შემთხვევაში წერე :) ეს ლექსიც კარგია ცხადია.
8. დიდძალი და აურაცხელი მადლობა თქვენ! :) დიდძალი და აურაცხელი მადლობა თქვენ! :)
7. ძალიან კარგი, გულწრფელი ლექსია ძალიან კარგი, გულწრფელი ლექსია
6. მაგარია ეს ჯიმა <3 მაგარია ეს ჯიმა <3
5. ბოლო ფოთლებიც მიიწვინა გულზე, - პაპა-ბებია... +
ბოლო ფოთლებიც მიიწვინა გულზე, - პაპა-ბებია... +
4. ამ ავტორს ყოველთვის აქვს ძალიან ზუსტი ხედვა!
"ყველა გზა - სოფლიდან მიდის..."
"წასვლას რა უნდა?! დღეს ხეებიც კი იცვლიან ადგილს..."
"ვდგავარ დღეების საცობში"
ფინალმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა!
ამ ავტორს ყოველთვის აქვს ძალიან ზუსტი ხედვა!
"ყველა გზა - სოფლიდან მიდის..."
"წასვლას რა უნდა?! დღეს ხეებიც კი იცვლიან ადგილს..."
"ვდგავარ დღეების საცობში"
ფინალმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა!
3. ახლიდან გადავიკითხე, თქვენი სამყარო იმდენად მდიდარია, ეს ვიწრო ან თუნდაც ფართო ქუჩები ვერ იტევს. ახლიდან გადავიკითხე, თქვენი სამყარო იმდენად მდიდარია, ეს ვიწრო ან თუნდაც ფართო ქუჩები ვერ იტევს.
2. Sxva tqveni leqsebi ufro metad momwons Sxva tqveni leqsebi ufro metad momwons
1. "მოზომილია გზა სახაზავით, ქუჩას ხაზავენ თეთრი ნახარშით და შუქნიშანი თევზის ფხასავით, გაჩხერილია ვიწრო ხახაში..."- ორიგინალური შედარებაა :)
ისე ვარ მიჩვეული თქვენს რითმიან ლექსებს, რომ ამ ტექსტშიც უნებურად ისევ რითმა მოვძებნე :)
"მოზომილია გზა სახაზავით, ქუჩას ხაზავენ თეთრი ნახარშით და შუქნიშანი თევზის ფხასავით, გაჩხერილია ვიწრო ხახაში..."- ორიგინალური შედარებაა :)
ისე ვარ მიჩვეული თქვენს რითმიან ლექსებს, რომ ამ ტექსტშიც უნებურად ისევ რითმა მოვძებნე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|