ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2018


სიგიჟე ღამის

ნელა ნელა დაკოცნილი ყვრიმალები,
სუნთქვა სუნთქვა მინაბული მზერა,
ჟრუანტელი სიოსავით დანაბერი,
ვერ შევძელი დავიწყება , ვერა.

ისევ ისე უსაშველოდ გეფერები,
თბილ სხეულზე ატუზული თითებით,
სიმორცხვე რომ ვნების ტალღას დაუფარავს,
სამოთხეს რომ ჯოჯოხეთშიც მპირდები.

ფენა ფენა ჩამოშლილი დალალები,
კაბა წამებს შეუხსნია ღილებად,
ნაძერწ ტანზე შემომცლია დანანებით,
მე კი ვრჩები მხოლოდ კოცნის იმედად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები