ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2018


ქარში

ნუ მეთამაშები ცელქო ნიავო,
ფოთლებს ნუ მიბნევ თმაში
მაცადე გზები გადავიარო
ჩემი ლურჯთვალა რაშით.
ნუ მეტყვი თითქოს შეგყვარებივარ,
თითქოს ვერ გამცვლი სხვაში.
გრიგალს შეხედე შეღამებისას,
ავდარს მოიყვანს დარში.
ისე დალეწავს ყველა ოცნებას,
ისე უკვალოდ წაშლის.
ხელში შეგვრჩება მხოლოდ კოცნა
და ვალსი ნაცეკვი ქარში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები