ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2018


ენს,ანასა და ფინქს

გრძნობების დალაგება,
ოთახი არეული,
სიზმარი გატეხილი,
პერსონა ღამეული...
  ცდუნების ფიასკო,
  ფერები აკვარელში,
  ბუნების ზეიმი და
  ამბორი საყვარელი...
მენავე ანკესებით,
ხიდები გადებული,
გულები გადაჯაჭვულ
ეჭვებში ბრალდებული...
  მე კვლავაც ლურჯი ფერი,
  სიმშვიდის მაგალითი,
  შენ ისევ ნაცრისფერი,
  მბრწყინავი მარგალიტი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები