ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯარჯი07
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2009


დღე უსასრულოდ გაიწელა - თეთრი ნისლებით,
წვიმის ფერიამ სულში წვიმის სუნთქვა დატოვა,
ღამის ლოდინი კვლავ ნაცრისფერ ბურანში გამხვევს,
ამ შემოდგომით ძველებურად ისევ მარტო ვარ!

დღეს ფოთოლცვენა ესიზმრება გადაღლილ მიწას
და ახლა მართლა ამაოა უკვე ყოველი.
შემოდგომაა სულში ისევ!... ისევ მარტო ვარ!
მარტო ვარ რადგან, ოცნებებშიც არვის მოველი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს