წამოდი ეფრემ,მინდვრებისკენ შორით გზა გვაქვს სავალი კიდევ ვინ მოთვლის რამდენ სუიციდებს ჩავიდენთ ერთად... გრძნეული ბებო მოგვიმზადებს საგზლად ცხელ ფიქრებს, ახლად ამოყრილს,ჯერ რომ არ არის ნაფიქრი არავის მიერ... ჩვენ კი წავიდეთ,ვენაცვალოთ მიწას გზადაგზა,აქა-იქ ფხვიერს. ვიცით ბებერი მუხის აზრები, რარიგ სტკივა ასაკი... მოხუცდა ძლიერ... ამდენი სევდით გარშემოტყმული,ვითომდა ცბიერ ყორნების ჯოგი მოსვენებას რომ არ აძლევენ... გავცდებით მასაც,როგორც გავცდით ჭილოფს ცრემლიანს, ლამაზმა ქალმა რომ დაღვარა მეტი ავადით... ჩვენ ვერ ჩავედით. ვერც კი მივხვდით როდის გაუშვა მზემ სხივები მთვარის ჩრდილებში გასალაშქრად...რა ლამაზია ეფრემ შეხედე როდის იყო მოკვდავებს რომ ეს ღირსებიათ, ასეთი მადლი,მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ჩემო ძმობილო... დავიწვით ტრფობით,შორიახლო რომ ატმებია აყვავებული, -ჯერ შენ მოწყვიტე...მორიდება არასდროს გაკლდა, მიახლოვებას ვერ ვბედავდი ვფიცავ ლურჯ ზეცებს, მეშინოდა,ვაითუ განზრახ ვავნო და ჩავკლა... ...........................................................................
ჩვენ მოვისხით ჯავახეთის კლდეები მხრებზე, სუსტი,მაგრამ ზუსტი ნაბიჯით გადავიგრიხეთ სადღეგრძელო ფოთლების სერზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნამდვილი თოლია ნამდვილი თოლია
3. "ჩვენ მოვისხით ჯავახეთის კლდეები მხრებზე" - საინტერესო სახეა, ამბობს სათქმელს.
ეფრემი ლირიკული გმირია თუ ნამდვილი ? :)
"ჩვენ მოვისხით ჯავახეთის კლდეები მხრებზე" - საინტერესო სახეა, ამბობს სათქმელს.
ეფრემი ლირიკული გმირია თუ ნამდვილი ? :)
2. ადრე ვწერდი ანუ უკეთ? რას გაიგებ,ხან ასეა ხან ასე ნიკი ადრე ვწერდი ანუ უკეთ? რას გაიგებ,ხან ასეა ხან ასე ნიკი
1. ახლად ამოყრილს,ჯერ რომ არ არის ნაფიქრი არავის მიერ..
ვახ რა მაგარი იქნებოდა, ასე რომ შეიძლებოდეს ფიქრების ამოყრა საიდანმე და გაფიქრება :)
უკეთ წერდა მე მგონი ბეგიაშვილი ახლად ამოყრილს,ჯერ რომ არ არის ნაფიქრი არავის მიერ..
ვახ რა მაგარი იქნებოდა, ასე რომ შეიძლებოდეს ფიქრების ამოყრა საიდანმე და გაფიქრება :)
უკეთ წერდა მე მგონი ბეგიაშვილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|