 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 15 თებერვალი, 2019 |
მეექვსეს გარდა, გრძნობის არ მმართებს, ვცხოვრობ სულ მკვეთრი მოსახვევებით. და უკვირს ყოფას, მორიგ დაღმართზეც ხელჩაუქნევი ჩემი ხელები... ზამთარს მოწყენით შევაჩვევ ფიქრებს, თათს გავილოკავ მურა დათვივით. ბაქანზე ხსოვნა დგას და ხელს მიქნევს, გახუნებული და წლებდათვლილი... უსათაურო დღეების კოლაჟს წლები საცავში არ ინახავენ. ხომ გაიარა ცხოვრების სკოლამ ჩემს გულზე, მხრებზე, ბოლოს ქაღალდზეც. და მაინც მიყვარს, ჰო, ეს ოხერი, ლხენა- ტკივილის მკვეთრი ვნებები, ცხოვრება- ჭრელი წუთისოფელი, თმენით, არ თმობით და ცდუნებებით... ვერ მოვუდრიკე მუხლი წუხილებს, სინანულისთვის სულ არ მეცალა... თვითგადარჩენის ჭექაქუხილმა კი არ დამთრგუნა, ცოტა შემცვალა... ისევ მივდივართ მე და იღბალი, და ეს ბორბალიც სადღაც მიგორავს... თუ რამე იცი, ერთი მითხარი, როგორ მთავრდება „არა იყო რა“?..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
18. zalian momewona. ishviatad rom momwons ise zalian momewona. ishviatad rom momwons ise
17. მშვენიერი განწყობა ...ძალიან კარგია ! მშვენიერი განწყობა ...ძალიან კარგია !
16. ეს ლექსი ძალიან კარგია. ისევ გადავიკითხე. ეს ლექსი ძალიან კარგია. ისევ გადავიკითხე.
15. ”თვითგადარჩენის ჭექაქუხილმა კი არ დამთრგუნა, ცოტა შემცვალა..” - ეს რა კარგია!
და საერთოდ, რა კარგი ლექსია! ”თვითგადარჩენის ჭექაქუხილმა კი არ დამთრგუნა, ცოტა შემცვალა..” - ეს რა კარგია!
და საერთოდ, რა კარგი ლექსია!
14. ხელჩაუქნევი ხელები მიგნებაა... ზუსტი ფილოსოფიაა, რომლის მიღებაც ახალგაზრდებს ჯერ კიდევ გვიჭირს: რომ ცხოვრება ჭრელია, მაგრამ მაინც საამური... ასეთ მხნეობას გისურვებთ მუდამ თქვენც და ყველას! გილოცავთ 8 მარტს აქვე! ხელჩაუქნევი ხელები მიგნებაა... ზუსტი ფილოსოფიაა, რომლის მიღებაც ახალგაზრდებს ჯერ კიდევ გვიჭირს: რომ ცხოვრება ჭრელია, მაგრამ მაინც საამური... ასეთ მხნეობას გისურვებთ მუდამ თქვენც და ყველას! გილოცავთ 8 მარტს აქვე!
13. ვისიამოვნე. ვისიამოვნე.
12. შინაგანი ტკივილი და პოზიტივი, ავტორის პოეზიით სულიერად ვივსები.
შინაგანი ტკივილი და პოზიტივი, ავტორის პოეზიით სულიერად ვივსები.
11. მადლობა, ჩემო ნეფერტარ, როგორ ზუსტად იჭერ ხოლმე მთავარს... მადლობა, ჩემო ნეფერტარ, როგორ ზუსტად იჭერ ხოლმე მთავარს...
10. ვერ მოვუდრიკე მუხლი წუხილებს, სინანულისთვის სულ არ მეცალა... თვითგადარჩენის ჭექაქუხილმა კი არ დამთრგუნა, ცოტა შემცვალა...
+ + + თითქოს ჩემზე(ცა)ა დაწერილი. ეს გვერდი რომ არ არსებობდეს, ნეტავი რა მეშველებოდა. 5. ვერ მოვუდრიკე მუხლი წუხილებს, სინანულისთვის სულ არ მეცალა... თვითგადარჩენის ჭექაქუხილმა კი არ დამთრგუნა, ცოტა შემცვალა...
+ + + თითქოს ჩემზე(ცა)ა დაწერილი. ეს გვერდი რომ არ არსებობდეს, ნეტავი რა მეშველებოდა. 5.
9. "ბაქანზე ხსოვნა დგას და ხელს მიქნევს, გახუნებული და წლებდათვლილი..."
სილამაზეს , მაინც, ვერ გართმევს. დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, აქ და მეამა. "ბაქანზე ხსოვნა დგას და ხელს მიქნევს, გახუნებული და წლებდათვლილი..."
სილამაზეს , მაინც, ვერ გართმევს. დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, აქ და მეამა.
8. ეს არის ძალიან კარგი ლექსი თანანასეული და თანანასებშიც გამორჩეული
ცხოვრება- ჭრელი წუთისოფელი, თმენით, არ თმობით და ცდუნებებით...
მონიშნული 5 :) ეს არის ძალიან კარგი ლექსი თანანასეული და თანანასებშიც გამორჩეული
ცხოვრება- ჭრელი წუთისოფელი, თმენით, არ თმობით და ცდუნებებით...
მონიშნული 5 :)
7. ქალბატონო მზია, ჩემი ლექსების ერთფეროვნებაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, ზოგი შეიძლება კარგი გამოვიდეს, ზოგიც საშუალო, მაგრამ, არა ერთფეროვანი... ბოლოდროინდელი ლექსები შინაარსით და ფორმითაც საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან... ერთ ხეზე ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს, არა თუ, ორი ერთნაირი აზრი და შეფასება! კაცია და გუნება, თქვენ თუ ასე აღიქვით, ნება თქვენია... ქალბატონო მზია, ჩემი ლექსების ერთფეროვნებაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, ზოგი შეიძლება კარგი გამოვიდეს, ზოგიც საშუალო, მაგრამ, არა ერთფეროვანი... ბოლოდროინდელი ლექსები შინაარსით და ფორმითაც საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან... ერთ ხეზე ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს, არა თუ, ორი ერთნაირი აზრი და შეფასება! კაცია და გუნება, თქვენ თუ ასე აღიქვით, ნება თქვენია...
6. ხელჩაუქნევი ხელები- როგორ დიდოსტატურად იცით ხოლმე სიტყვების დაწყვილება...
ხელჩაუქნევი ხელები- როგორ დიდოსტატურად იცით ხოლმე სიტყვების დაწყვილება...
5. კარგია, ყველა თქვენი ლექსი თითოკადრია ტქვენი ცხოვრების. კარგია, ყველა თქვენი ლექსი თითოკადრია ტქვენი ცხოვრების.
4. კარგად წერთ, თანანა. მაგრამ არ გეწყინოთ, თითქოს ერთფეროვნად, მონოტონურად. თუმცა, ეს ჩემი კერძო აზრია, უმრავლესობას კი მოსწონს წერის თქვენი მანერა. „არა იყო რა“–ზე გამეღიმა. კარგად წერთ, თანანა. მაგრამ არ გეწყინოთ, თითქოს ერთფეროვნად, მონოტონურად. თუმცა, ეს ჩემი კერძო აზრია, უმრავლესობას კი მოსწონს წერის თქვენი მანერა. „არა იყო რა“–ზე გამეღიმა.
3. გეთანხმებით, ცხოვრება- ჭრელი წუთისოფელი :) გეთანხმებით, ცხოვრება- ჭრელი წუთისოფელი :)
2. და უკვირს ყოფას, მორიგ დაღმართზეც ხელჩაუქნევი ჩემი ხელები
ყველაზე მეტად მეც რომ ვიტყოდი ის სათქმელი ვნახე ამ ორ სტრიქონში. მადლობა, ამიტომ.
კარგად მთავრდება ზღაპარი.
და უკვირს ყოფას, მორიგ დაღმართზეც ხელჩაუქნევი ჩემი ხელები
ყველაზე მეტად მეც რომ ვიტყოდი ის სათქმელი ვნახე ამ ორ სტრიქონში. მადლობა, ამიტომ.
კარგად მთავრდება ზღაპარი.
1. მომეწონა. :) მომეწონა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|