ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2009


სერიიდან "ფურცლებზე მიჯღაბნილები"

***
"ღმერთი თოვს დღეს..."
ნინო ნადირაძე


მგონი ამაღამ ღმერთმა მოთოვა
თეთრი დარდები,
და ალიონზე მის მკლავებში
მშვიდად დავდნები...


***
შენ არ გინახავს ჩემი ფანჯრიდან
თეთრი ვარსკვლავების თოვა...
მთვარევ, წუხელ ისევ გეძინა...
მაგრამ თუკი მაინც შეძლებ
ჩემში შენით გათოვებას,
ვფიცავ, შენთან ყოფნა მეც მინდა...

***
სულ ერთი განცდით
რომ მიმიშვა შენამდე,
სიყვარულს გასწავლიდი...
მაგრამ
ისეთს,
ღმერთს რომ არ დაგაკარგვინებს...

***
დღეს თუ არ მოხვალ
ფურცლებს დავაცლი გვირილას,
ბაღში ეულად მდგარს,
აღარ დავუცდი მე მის განაჩენს,
გავყვები მზეს
და გიწოდებ მხდალს...

***
ქარო, ქარო, ქარო, ქარო,
რა დიდგულა ხარო,
მოდი, უნდა გაგახარო,
თავი დაგიხარო...

***
მზემ ვერ გაუძლო
სიცივეგამჯდარი შემოდგომის
გაღვივებას
და მიიძინა ფეხებმოკეცილმა
ღრუბლების სავარძელში.

***
ქარმა შემიხსნა საკინძე
არც დამეკითხა, შემცივდებოდა
თუ არა...
დღეს მე ზეცისკენ გაცილებ,
არც მეკითხები,
შეგელევი კი,
თუ არა...

***
ძილი ნებისა...
ნება-ნება გადარჩენისა,
ბოროტი სულის მორჩილების
მწარე სენისგან...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები