მაგ ლამაზ სახეზე ღიმილი საოცრად გიხდება, ამ ქვეყნად სად არის მაგ შენი თვალების სადარი! ვინც გნახავს:-ცამ გშობა და ამას უმალვე მიხვდება, სულში მაქვს ლექსი და გულში მაქვს ცეცხლი და ღადარი შენით და თითები თხელი გაქვს,პეპლის ფრთებს მიგიგავს, ტუჩები ალუბლებს,ზედ მთვარის სხივები გადნება, ხარ ჩემი ცხოვრების ყველაზე ზღაპრული იგავი და ჩემი სიზმრიდან ყველაზე ლამაზი კადრები. ქალი ხარ ღმერთივით,ანუ ხარ უცნობი ქალღმერთი და შენს წინ მინდება უბრალოდ მუხლებზე დაცემა, რა წუთას გიხილე,იქიდან მხოლოდ შენ გაღმერთებ, ასე ვართ ყოველთვის პოეტი და ლექსისი კაცები. აგიყვან დიდებით ყველა ჩემს ოცნების პარნასზე, დედოფალს გვირგვინად დაგადგამ ვარსკვლავთა ნათებას, შენა ხარ სამყაროს ყველაზე უზადო ალმასი და ბედის სასწორზე მხურვალე გრძნობების დადება. შენა ხარ ზღვის სუნთქვა და მასზე ტალღების ტაატი, მე-ქვიშის ნაპირი და ჩვენი შეხება მაცდური, როდესაც სხეულში მაგ ტალღებს ვერაფრით დაატევ, მოაღწევ ჩემამდე და სანამ კვლავ წახვალ,-მაცდუნებ, შემდეგ კი კვლავ გელი მდუმარე,მტანჯველი ლოდინით, მოდიხარ,წალეკავ ყველაფერს:-ჯებირებს,ნაპირებს... დამრჩება სახსოვრად ზღვის ქაფით სოველი ლოდები და შენით პირამდე ავსილი ამ გულის საპირე. მე როგორც ნაპირი და შენ ზღვა,სულ თვალწინ იყავი, ახლაც ხარ და მთვარის სხივები ტუჩებზე გადნება, ხარ ჩემი ცხოვრების ყველაზე ზღაპრული იგავი და ჩემი სიზმრიდან ყველაზე ლამაზი კადრები...
დმ.2019წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. არამითი777 გეთანხმებით,, მეც დამწყები ვარ და ცოტა მკიხველი მყავს. არამითი777 გეთანხმებით,, მეც დამწყები ვარ და ცოტა მკიხველი მყავს.
10. ავტორი: არამითი777 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
19 მაისი, 2019
მოკითხვა 2014-დან ))))) ავტორი: არამითი777 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
19 მაისი, 2019
მოკითხვა 2014-დან )))))
9. მადლობა რომ მკითხულობთ! აქ დიდხანი არ ვიყავი ნამყოფი და რომ მოვიცალე შემოსასვლელად,კომენტარების ისეთი სიმცირე დამხვდა გავოცდი...არადა მახსოვს ავტორები,რომელთაც 100ამდე მკითხველი მაინც ყავდა და 0 მკითხველი პრაქტიკულად არავის ყოლია,ახლა კი უამრავი 0-ია! წაიკითხეთ ერთმანეთი,მიეცით სასარგებლო რჩევები,რადგან ეს დიდი სტიმულია და ჩამოყალიბების პროცესს დიდად უწყობს ხელს.. მადლობა რომ მკითხულობთ! აქ დიდხანი არ ვიყავი ნამყოფი და რომ მოვიცალე შემოსასვლელად,კომენტარების ისეთი სიმცირე დამხვდა გავოცდი...არადა მახსოვს ავტორები,რომელთაც 100ამდე მკითხველი მაინც ყავდა და 0 მკითხველი პრაქტიკულად არავის ყოლია,ახლა კი უამრავი 0-ია! წაიკითხეთ ერთმანეთი,მიეცით სასარგებლო რჩევები,რადგან ეს დიდი სტიმულია და ჩამოყალიბების პროცესს დიდად უწყობს ხელს..
8. მადლობა რომ მკითხულობთ! აქ დიდხანი არ ვიყავი ნამყოფი და რომ მოვიცალე შემოსასვლელად,კომენტარების ისეთი სიმცირე დამხვდა გავოცდი...არადა მახსოვს ავტორები,რომელთაც 100ამდე მკითხველი მაინც ყავდა და 0 მკითხველი პრაქტიკულად არავის ყოლია,ახლა კი უამრავი 0-ია! წაიკითხეთ ერთმანეთი,მიეცით სასარგებლო რჩევები,რადგან ეს დიდი სტიმულია და ჩამოყალიბების პროცესს დიდად უწყობს ხელს.. მადლობა რომ მკითხულობთ! აქ დიდხანი არ ვიყავი ნამყოფი და რომ მოვიცალე შემოსასვლელად,კომენტარების ისეთი სიმცირე დამხვდა გავოცდი...არადა მახსოვს ავტორები,რომელთაც 100ამდე მკითხველი მაინც ყავდა და 0 მკითხველი პრაქტიკულად არავის ყოლია,ახლა კი უამრავი 0-ია! წაიკითხეთ ერთმანეთი,მიეცით სასარგებლო რჩევები,რადგან ეს დიდი სტიმულია და ჩამოყალიბების პროცესს დიდად უწყობს ხელს..
7. სიზმარი არაა, არც იგავია, ეს შენი რეალობაა, ყოველთვის ქალის მოტრფიალე იყავი და ახლაც ასეთი ხარ, გამძლეობას გისურვებ! სიზმარი არაა, არც იგავია, ეს შენი რეალობაა, ყოველთვის ქალის მოტრფიალე იყავი და ახლაც ასეთი ხარ, გამძლეობას გისურვებ!
6. ფორმაში ხარ დავით და მიხარია გულწრფელად.
5 ფორმაში ხარ დავით და მიხარია გულწრფელად.
5
5. მაგარი ხარ, დავით 55555 მაგარი ხარ, დავით 55555
4. მადლობა მზისო! ძალიან მიყვარხარ! :) მადლობა მზისო! ძალიან მიყვარხარ! :)
3. რა გემრიელი ლექსია,დათო. გეფერები დიდი მონატრებით! "ჩემი სიზმრიდან ყველაზე ლამაზი კადრები". რა გემრიელი ლექსია,დათო. გეფერები დიდი მონატრებით! "ჩემი სიზმრიდან ყველაზე ლამაზი კადრები".
2. მგონია, რომ ძალიან კარგია, ისევ რომ იწერება ასეთი ლექსები :)
მგონია, რომ ძალიან კარგია, ისევ რომ იწერება ასეთი ლექსები :)
1. რა სასიამოვნოა, როდესაც ქალს ასე უმღერიან. „თითები თხელი გაქვს, პეპლის ფრთებს მიგიგავს.“ – ლამაზია
რა სასიამოვნოა, როდესაც ქალს ასე უმღერიან. „თითები თხელი გაქვს, პეპლის ფრთებს მიგიგავს.“ – ლამაზია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|