ზღვა ცხელ ქვიშაზე ილოკავს ენებს, შემთვრალ პალმებსაც ერევათ რული, იწვის ქალაქი და მშიერ ვნებებს არ აქვთ საწყისი ან დასასრული.
"თელების" შეშლილ თეთრ რესტორანში, ცეკვავ და მწველი ირწევა წელი, ელვა ალივით იელვებს ტანში, საცაა უნდა შეგახონ ხელი.
ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
ცა ხათუნა ჟორდანიას ცამ თითქოს სულზე შეგვახო ხელი, ცამ ჩვენი გული დაისათბუნა, ცას იდუმალი ემოსა ფერი, შენი თვალების ფერი, ხათუნა!
დღემ დამზრალ რტოსაც გაუთბო კვირტი, ღამე ხომ იცი მისი მტერია, აქ ცრუ ქარებთან არ შედგა ფლირტი, ცაში ხომ შედგა მზის მისტერია.
ციურ ხმათ ჟღერა მოციმციმეთი გალაკტიკათა ფლობდა ალბათ ტონს, შენს წილ ცას მეც რომ ვინაწილებდი, გთხოვ, პატიებას ზეცის ქალბატონს.
ეს ხმა იქნება ზენა ხმას ერთვის, განგებამ უფლის ასე ინება, სანთელსხივლექსად მოგქონდა ჩემთვის, რაც დაგაბარეს სერაფიმებმა.
არ გაიოცო, ქარის ქირქილზე, მსურდეს მზემ ცასთან რაც ისათბუნა, რომ ზესთასოფლის სავალ ბილიკზე, მეც წამიყოლო შენთან, ხათუნა!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ორივე კარგი ლექსია...5 ორივე კარგი ლექსია...5
23. ნიმუში იმისი, თუ როგორ შეიძლება ბანალურრითმიანი ლექსი იყოს ძალიან კარგი (პირველ ლექსს ვგულისხმობ)
;;) ნიმუში იმისი, თუ როგორ შეიძლება ბანალურრითმიანი ლექსი იყოს ძალიან კარგი (პირველ ლექსს ვგულისხმობ)
;;)
21. ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
განსაკუთრებით მომეწონა555 ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
განსაკუთრებით მომეწონა555
20. შემოვედი, ვისიამოვნე და გავედი;) 5555 შემოვედი, ვისიამოვნე და გავედი;) 5555
19. მომწონს მომწონს :) მომწონს მომწონს :)
18. პირველი კარგია, მეორე არ მომეწონა. პირველი კარგია, მეორე არ მომეწონა.
17. არა სად უნდა წაიყვანოს....:) ლექსები მომეწონა! 5 არა სად უნდა წაიყვანოს....:) ლექსები მომეწონა! 5
16. ორივე კარგია. შეიძლება ითქვას, ერთმანეთზე უკეთესიც...წაგიყვანოთ ხათუნამ, რაააა... ორივე კარგია. შეიძლება ითქვას, ერთმანეთზე უკეთესიც...წაგიყვანოთ ხათუნამ, რაააა...
15. დახვეწილი... დახვეწილი...
14. მომეწონა დავით!!! მომეწონა დავით!!!
13. კარგებია :) კარგებია :)
12. ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
კარგი შედარებაა... ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
კარგი შედარებაა...
11. ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...შენებურია! ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...შენებურია!
10. მომეწონა ორივე... თუმც პირველი უფრო შთამბეჭდავია... :) მომეწონა ორივე... თუმც პირველი უფრო შთამბეჭდავია... :)
8. ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
ფანტასტიურია! 5 ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია, ისე მაშინებს შენი ღალატი...
ფანტასტიურია! 5
7. ორივე ძალიან მომეწონა , მაგრამ პირველი განსაკუთრებიით :) ორივე ძალიან მომეწონა , მაგრამ პირველი განსაკუთრებიით :)
6. ხან უცხოეთში, ხან აქ. ხან უცხოეთში, ხან აქ.
5. კარგია. და სად არის ხათუნა, დავით? კარგია. და სად არის ხათუნა, დავით?
4. პირველი ძალიან კარგია, მეორე მე ნაკლებად მომეწონა პირველი ძალიან კარგია, მეორე მე ნაკლებად მომეწონა
3. პირველი ძალიან კარგია, მეორე მე ნაკლებად მომეწონა პირველი ძალიან კარგია, მეორე მე ნაკლებად მომეწონა
2. ეს ხმა იქნება ზენა ხმას ერთვის, განგებამ უფლის ასე ინება, სანთელსხივლექსად მოგქონდა ჩემთვის, რაც დაგაბარეს სერაფიმებმა. ... მშვენიერია.5
ეს ხმა იქნება ზენა ხმას ერთვის, განგებამ უფლის ასე ინება, სანთელსხივლექსად მოგქონდა ჩემთვის, რაც დაგაბარეს სერაფიმებმა. ... მშვენიერია.5
1. :) როგორც ყოველთვის, სიამოვნების 1 წუთი :) :) როგორც ყოველთვის, სიამოვნების 1 წუთი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|