ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 თებერვალი, 2020


თეთრი ფიქრი

სად დაღამდა,
რა დრო დაეშვა მიწის ქერქზე,
სად მიილია მძაფრი ფიქრები,
რა დროს მ მზე არის თეთრია ბუნება
და გამალებით მიიჩქმალა თეთრში წყვდიადი!
რა დროს სხივია, როს მძაფრად ანათებს,
სულ სხვა სურვილი
და ჩანაფიქრი მოლოდინშია!
რა დროს ფიფქია, მაგრამ ეს სითეთრე
მძაფრია, როგორს ნაკბენი გველის!
ვაშლი ცივია ჩასკბეჩად და სიმკვეთრე
შუქის, მოფანტულა ტანზე შიშველზე!
მე მივდივარ, გზაა ულევი.
მიხვეულ-მოხვეულს მთებ შორის ბილიკს
ვტკეპნი ვითარ მასხარა
და წამოიდგინეთ ირგვლივ ნიღბები
ისე მიღიმიან, როგორც, წუწკები!
სად გაქრა წლებია თოვლი,
და ის ვინც ელის სული აქვთ ლაღი,
დაფანტულ ფიფქებს აგროვებს მრევლი
და სამახსოვროდმ მათ გასცემს ღმერთი!
სამყარო ძველი და ბებერი
კვალს ტოვებს სადღაც სივრცეში ნაბიჯებ გარეშე
და იქ სადაც არც ვინმე გელის
ყველა თვალი, ფართოდ მზირალი,
გელის მყვლეპარე!
თოვს ციდან, დაფიფქა მიწა
შთაინთა ცოდვა თიხის ფერისა!

გიგო რიონელი
10 თებერვალი 2010 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები