ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მშრალი ხიდი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2020


ჩემგან მოშორებით

არაფრის გაგონება არ მინდა.
ყურები ჩემგან მოშორებით.
არავის დანახვა არ მინდა.
თვალები ჩემგან მოშორებით.
არაფრის თქმა არ მინდა
პირი ჩემგან მოშორებით
არაფრის შეხება არ მინდა.
ხელები ჩემგან მოშორებით.
არსად წასვლა არ მინდა.
ფეხები ჩემგან მოშორებით.
არავის დედობა არ მინდა.
მკერდი ჩემგან მოშორებით.



ვინ ვარ, როცა ჩემგან მოშორებით,
აღმოჩნდა ჩემი თავი?
ვარ მეტი თუ ნაკლები ჩემ თავზე.

ჩემგან მოშორებით ხელები, თვალები, თმები

მე ვარ დამშრალი ქალაქის რუკა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები