თანდაყოლილი ოცნებების დამაქვს ტარიფი. და ვიწყებ უცხო ემოციის აფიშირებას.
შორს კი ტოტები დაუყრიათ მწვანე ტირიფებს, მე კი ხმადამაღლა გავყვირივარ - ღმერთმაც ინებოს,
რომ ერთმანეთში გადახლართულ აზრების წრიალს, შემოაგებოს ახალგაზრდა ფიქრი - პედანტი,
და ბავშვობიდან მოვარდნილი ცრემლების წვიმა ახლა როდესაც ზრდასრული ვარ - გამოვიდარდო.
ვხედავ მიწაზე კუნთებივით დაყრილ გორებს და, ჩემში რითმების ჩამოლექილ უცხო პარტიას,
ვინც მომიგონებს, ალბათ ისე მომიგონებენ, როგორც ანტიკურ, საბერძნეთის დემოკრატიას.
რადგანაც ჩემში ვერ შეხვდებით სხვების მონოლოგს, რადგან ერთ დღესაც სხვა სტანდარტიც აღმოვაჩინე,
რომ ყოველ ღამით ჩემს საწოლთან პეშვით მომქონდა, ღმერთი რომელიც სხვისთვის იყო უჩინმაჩინი.
და მიწაც, როგორც მზა ლექსების ცუდი კრებული, გადაიკითხეს პოეტებმაც ფრთხილად სხვა ციდან,
ჩემს ცას კი თითქოს შარდ მდენი აქვს გაკეთებული, და ჩემს ფანჯრებთან მერამდენედ მწარედ გაწვიმდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "ჩემს ცას კი თითქოს შარდმდენი აქვს გაკეთებული, და ჩემს ფანჯრებთან მერამდენედ მწარედ გაწვიმდა."
აგაშენა ღმერთმა, რაში ყოფილა საქმე)) გადასარევი ნაწილია, ლექსის. წარმატებები<3 "ჩემს ცას კი თითქოს შარდმდენი აქვს გაკეთებული, და ჩემს ფანჯრებთან მერამდენედ მწარედ გაწვიმდა."
აგაშენა ღმერთმა, რაში ყოფილა საქმე)) გადასარევი ნაწილია, ლექსის. წარმატებები<3
4. ბოლო სტროფზე გამეღიმა . მთლიანობაში ძალიან კარგია++ ბოლო სტროფზე გამეღიმა . მთლიანობაში ძალიან კარგია++
1. რომ ყოველ ღამით ჩემს საწოლთან პეშვით მომქონდა, ღმერთი რომელიც სხვისთვის იყო უჩინმაჩინი.
5. რომ ყოველ ღამით ჩემს საწოლთან პეშვით მომქონდა, ღმერთი რომელიც სხვისთვის იყო უჩინმაჩინი.
5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|