 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 9 ივნისი, 2020 |
როგორ მენატრება, მამა უშენოდ გატარებული ყოველი დღე. მახსოვს ცრემლები, მახსოვს სხვისი მამები თეთრ თოვლში, მწვანე მინდორზე, ყვითელ ფოთლებში. მახსოვს ყოველი სუფრა სადაც მხოლოდ ორ სამ წინადადებიანი იყო სადღეგრძელო შენზე. ის კბენაც მახსოვს, მუხლს ქვემოთ წვივზე და ისიც მახსოვს მანქანაში სამივენი ერთად რომ ვისხედით: მე, შენ და დედა. დედამ უარი თქვა... შენ კი გიხდებოდა: გაცრეცილი ჯინსები, ჯინსის პერანგი, რეიბანის სათვალე და " შლაპა". გიყურებდი და... ფიქრი სიჩუმის ნაწილია და ახლა ვხვდები, მაშინ ყველაზე მეტად მიხაროდა რომ ეს ასე იყო, რადგან არავის ესმოდა ჩემი. არადა ყველას მინდოდა გაეგო თუ როგორ ვყვიროდი აკრძალულ ფიქრს: - მე, მამა მინდა გამოვიდე!
გიგო რიონელი 21 მაისი 2020 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|