 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2009 |
6 თავი
ის ღამე თეთრად გაათენა ევამ საბრალომ, თვალს ხუჭავდა და მტანჯველი რამ ესიზმრებოდა, ცეცხლი დაღავდა აბორგებულ, ცოდვილ სამყაროს და ყველაფერი რაც ჰყვაოდა ერთხმად ხმებოდა, მდინარეების მოდიოდა შავი ღვარცოფი, მთები ინთქმოდნენ,იშლებოდნენ, მიწა სკდებოდა, კაენის მკერდზე მწიფდებოდა ცოდვის ნაყოფი, აბელის მკერდზე სიკეთის ხე იტოტებოდა და შეეჭიდნენ ღვიძლი ძმები ერთმანეთს სამკვდროდ, ხოლო მათ მკერდზე ამოსული ორი ნაყოფი, მიწას მოედო ფესვებით და მთელი სამყარო, იძროდა, როგორც დატბორილი, ძველი ჭაობი, მერე კაენი აღიმართა რკინის მახვილით და ერთი დაკვრით საკუთარ ძმას ბოლო მოუღო, მაგრამ ნაყოფი სიკეთისა გადარჩა მაინც, ხოლო ფესვები ბოროტების სულ გამხმარიყო... გრიგალი ჰქროდა, ქარბორბალა სარკმლებს უტევდა, თითქოს სიზმარი ცხადი გახდა, ცხადი სიზმარი, მწუხარე აბელს ბედისწერა ღამეს უთევდა და წინაგრძნობა გულს უფლეთდა როგორც ისარი. გამთენიისას ჩადგა ქარი,გამოიდარა, ნისლები მთებში გაიფანტნენ, დაცხრა ლემადე, და როს აბელი კვალში გაჰყვა თავის ცხვრის ფარას, კაენიც გაჰყვა და რატომღაც ორნივ ღელავდნენ. ეს ადგილები ახსენებდა კაენს ბავშვობას, აქ ლეღვის ძირში ის და აბელ ხშირად დამსხდარან, ხან კენჭნაობდნენ, ხან მკლავს ცდიდნენ, მათი ბავშვობა, ყვავილებივით ედებოდა ვიწრო გზა-შარას. მართლაც ამ ადგილოს უჩვეულო კრავდა განედი, მაღალ მთებს ხევ-ხევ მიჰყვებოდა წმინდა მდინარე... ოკრო ფერდობი დაფარული იყო მწვანეთი და კალმახები ოქროსავით წყალში ბრწყინავდნენ. მდინარის ხედი, მწვანე ველურ ხეთა ჩრდილებით, სიოს ჩურჩულზე აღუწერელ ჟინით ღელავდა, წნორებში შვლები ნავარდობდნენ, როგორც სიზმრები, ზეცა არწივმა რუხი ფრთებით შეაფერადა. მერე დაეშვა ძირს ფრინველი, როგორც ისარი შვლის ნუკრს ეკვეთა და უსიერ ტყისკენ წაიღო, იდგა აბელი, მოწყენილი, ოდნავ ფერმკრთალი, კაენიც იქვე მოზრდილ ქვაზე ჩამომჯდარიყო. კაენის გულში ანთებული შური და გესლი, გააფერმკრთალეს ამ ლამაზმა მოგონებებმა, იგი მიხვდა რომ ბოროტების მზაკვრული ხელი სიკეთის ძალას ვერაფრით ვერ შეაჩერებდა, მივიდა მაშინ და ჩაიკრა მკერდში აბელი და თვალებიდან სინანულის ცრემლი დასცვივდა, უთვალთვალებდა ბელზებელი ბევრის მნახველი, მათ უხმო ალერსს, საკუთარი მარცხის საწინდარს... კ ა ე ნ ი როგორ გაზრდილხარ, ნუთუ ჟამმა მეც გამომცვალა, ჩემს ბავშვობასაც შემოხვია ცოდვილი ხელი? ა ბ ე ლ ი რას ამბობ კაენ, კვლავ ბავშვობას მაგონებ ჩვენსას, ამ ადგილებში ფეხადგმულს და აქვე დარჩენილს... კ ა ე ნ ი სულ ვეღარ ვიცლით ერთმანეთთან სალაპარაკოდ, არადა რამდენ რამეს იტყვი პატარა ენით; მინდა, როგორც ძმამ გულახდილად გამიზიარო, რითი მოგწონვარ, ან რაარის ზედმეთი ჩემში?! ა ბ ე ლ ი მე ყველაფერი მოწონს შენი,გარდა ერთისა, ბევრს შრომობ ძალზე და იმდენად თავდავიწყებით, რომ დაივიწყე ნება მაღალ შემოქმედისა და მიწიერი სილამაზის მსხვერპლად იქეცი. კ ა ე ნ ი შენ მართალი სთქვი, გამწყრალია ჩემზე უფალი თვალს ვერ ვუსწორებ ზეცას,როცა წარსულს გავყურებ, იქნებ შენ იცი, რა მოალბობს გამჩენის რისხვას, ან პატიებას მისას, როგორ დავიმსახურებ?! ა ბ ე ლ ი ხომ იცი კაენ, ურჩობისთვის ვართ დასჯილები, ყოველ ურჩობას კვლავ ახალი სასჯელი მოსდევს, მაგრამ, რამდენად მრისხანეა გამჩენის გული, ათასჯერ მეტის პატიების უნარი შესწევს. კ ა ე ნ ი თუ გახსოვს აბელ დიდხანს ვწოვდით დედას ძუძუებს, მარცხენა ძუძუ ჩემი იყო არ გაკარებდი, ა ბ ე ლ ი დედამ თქვა ერთხელ შენ ისეთი მსუნაგი იყავ, მანამდე სწოვდი,სანამ სისხლს არ გამოადენდი! კ ა ე ნ ი მართალი უთქვამს, ეხლაც მახსოვს გემო და ფერი, იმ მძაფრი სუნით გაჟღენთილა თითქოს ჰაერი... ა ბ ე ლ ი ხედავ ვაშლის ხეს,რას გაგონებს მისი ტოტები? კ ა ე ნ ი ჩვენს ორთაბრძოლებს და ბავშვობას აქვე დარჩენილს, ა ბ ე ლ ი ხედავ ხის ხანჯლებს?-იქვე ყრია სადაც ვტოვებდით, დრომ ვერ შეახო მას თავისი ცივი ხელები. კ ა ე ნ ი გახსოვს?-შენ ერთხელ გაიხუმრე , რომ ვითომ მოკვდი, მუხლზე დავემხე და რა დიდხანს,დიდხანს ვიტირე, ეს მოგონება გულს მიკლავდა, მტანჯავდა წლობით, ფარული შიში დღემდე მომდევს, როგორც სიცივე... ა ბ ე ლ ი მე მსურს ის წლები გავიხსენოთ დავდგეთ პირისპირ, ბავშვებად ვიქცეთ გავარღვიოთ დროის კამარა, შენც ძველებურად მომაგებე შენი ღიმილი, თუ მოქნეული ჩემგან ხელი ოდნავ გაგკაწრავს კ ა ე ნ ი ყოჩაღად იქნევ, შეგინახავს თურმე ბავშვობა, ა ბ ე ლ ი ის აქ დავტოვე და ამ წუთას მიპოვნა თვითონ, კ ა ე ნ ი იფრთხილე ცოტა არ გექნება ჩემგან დანდობა, ა ბ ე ლ ი შენ რომ იცოდე, ხან ხუმრობაც ნამდვილ მსხვერპლს ითხოვს. კ ა ე ნ ი შენ შეგიძლია ძმის გულისთვის თავი გასწირო?! ა ბ ე ლ ი ულაპარაკოდ, რა წუთშიდაც მომთხოვს განგება! კ ა ე ნ ი მე თუ მომკლავდი განგებას რომ ებრძანებინა? ა ბ ე ლ ი თავგანწირვაა ვაჟკაცობა და შემართება, ისე, რომ ასეთ გარიგებას არც მივიღებდი... მხოლოდ ეს თქვა და აბელისგან მოქნეულ ხანჯალს, თვისი მახვილი შეაშველა მარჯვეთ კაენმა, მერე თვითონვე მოუქნია იმდენად სხარტად და ისე ძლიერ, დაიკვნესა სიმწრით აბელმა და მერე იქვე, როგორც მაშინ ყმაწვილობის ჟამს, ნელ-ნელა მიწვა და თვალები მშვიდად დახუჭა, კაენს ეგონა კვლავ ხუმრობდა და ვერც კი მიხვდა, რომ ხელში რკინის გალესილი ხმალი ეჭირა... იქვე ჩამოჯდა და ელოდა,როცა აბელი, გაბეზრებული ხუმრობისგან წამოდგებოდა, თუმცა მის თვალებს,გაყინულს და ოდნავ გახელილს, შორიდან შიშით და იმედით აკვირდებოდა, მაგრამ,როდესაც დაიჯერა რომ ხელში სისხლში ამოვლებული ვებერთელა ხმალი ეჭირა, ფეხზე წამოდგა შეპყრობილი ძრწოლით და შიშით და ჯოჯოხეთიც შეაძრწუნა ისე შეჰყვირა!!! სადაც ვაშლის ხე იდგა წეღან ნაყოფით სავსე, ახლა ვეება შავი გველი გაწოლილიყო, მერე ფრინველად გადაიქცა და გესლით სავსემ კაენის ძველი მოსაუბრის სახე მიიღო, და შემდეგ გაქრა, ნისლისავით გაუჩინარდა, რადგანაც ციდან, როგორც სეტყვა, ანდა გრიგალი, თვითონ უფალი დაეშვა და წინ აღემართა, ვით რისხვა,ანდა ჩაუქრობი სტიქიის ალი... -კაენ, სადა ხარ?-რა უყავი სული ცისფერი? ან ძმა სად არის, საყვარელი შენი აბელი?! შენ დღეის შემდეგ დაგერქმევა" კაენ ძმისმკვლელი" და წყევლასავით დაიქუხებს შენი სახელი და შენი მოდგმა შეცდენილი, როგორც ქალწული, უდაბნოს ხვატში დამკვიდრდება და მძიმე შრომით, იპოვნის შვებას და ცხელ ცრემლებს თვალზე მოწოლილს შეუერთდება უდაბნოში დაღვრილი ოფლით... კ ა ე ნ ი იქუხე ცაო, დამატეხე სასჯელის დელგმა, ცეცხლის ენებო გამიძეხით ქვესკნელის კართან, მე ის მოვკალი ვინც მიყვარდა ყველაზე მეტად, ისე, რომ წყეულს ხელი არც კი ამიკანკალდა... არა ჩვენ მხოლოდ ვერთობოდით ის ცოცხალია, მერე რა მოხდა, თუ უცოდველს თბილი სისხლი სდის?! ახლა სამარეს გავუთხრი და ამ ჩვენს გართობას მარადისობად გადააქცევს ჩემი ქვითინი... მისთვის სამარედ იქცა მაშინ მთელი ქვეყანა, ბეჭებზე წყევლა შემოიგდო ვით მძიმე ტვირთი და უიმედო და დაცემულ არსების მსგავსად, ტანჯვის მარწუხებს უერთებდა საკუთარ ქვითინს. ცდომილთან ერთად მიატოვა წმინდა მინდვრები და შერისხული უდაბნოს გზას დაადგა სიმწრით უდაბნოს ქვიშას დაათრევდნენ ქარის ზვირთები, როგორც უწყლობის შემოტევას ან მძიმე შიმშილს
ზეგ ეს პოემა გაგრძელდება, ანუ ზეგ ფინალური თავი გველის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მოგესალმებით პოეტო როგორც ყოველთვის კარგი ხართ, ბოლომდე მოგვიანებით ჩავიკითხავ... ხო და კიდევ მომენატრეთ მოგესალმებით პოეტო როგორც ყოველთვის კარგი ხართ, ბოლომდე მოგვიანებით ჩავიკითხავ... ხო და კიდევ მომენატრეთ
20. ბეჭებზე წყევლა შემოიგდო ვით მძიმე ტვირთი დიდი ტილოა! ბეჭებზე წყევლა შემოიგდო ვით მძიმე ტვირთი დიდი ტილოა!
19. ძალიან საინტერესოდ გაქვთ გადმოცემული. კარგია 5 :) ძალიან საინტერესოდ გაქვთ გადმოცემული. კარგია 5 :)
17. ძალიან საინტერესოდა გაქვთ გადააზრებული კაენური ცოდვა... მომეწონა ევას სიზმრები, მშვენიერია და ხატოვანი. ველი ფინალს! :) ძალიან საინტერესოდა გაქვთ გადააზრებული კაენური ცოდვა... მომეწონა ევას სიზმრები, მშვენიერია და ხატოვანი. ველი ფინალს! :)
15. ხან კენჭნაობდნენ, ხან მკლავს ცდიდნენ, მათი ბავშვობა, ყვავილებივით ედებოდა ვიწრო გზა-შარას. მართლაც ამ ადგილოს უჩვეულო კრავდა განედი, მაღალ მთებს ხევ-ხევ მიჰყვებოდა წმინდა მდინარე... ოკრო ფერდობი დაფარული იყო მწვანეთი და კალმახები ოქროსავით წყალში ბრწყინავდნენ.
კომენტარებიც საინტერესო იყო:) მოგიკითხეთ ბატონო სოსო
ხან კენჭნაობდნენ, ხან მკლავს ცდიდნენ, მათი ბავშვობა, ყვავილებივით ედებოდა ვიწრო გზა-შარას. მართლაც ამ ადგილოს უჩვეულო კრავდა განედი, მაღალ მთებს ხევ-ხევ მიჰყვებოდა წმინდა მდინარე... ოკრო ფერდობი დაფარული იყო მწვანეთი და კალმახები ოქროსავით წყალში ბრწყინავდნენ.
კომენტარებიც საინტერესო იყო:) მოგიკითხეთ ბატონო სოსო
13. 12. ასე რომ... როცა ბიბლიურ თემას ეჭიდებით, ყოველ სიმბოლოს 100.000-ჯერ უნდა გადასინჯვა... იმიტომ, რომ მთელი ბიბლია ასე, სიმბოლოებითაა დაწერილი!
სასვენი ნიშნები - ხელუკუღმა გადაყრილ ფეტვის მარცვლებს მაგონებს, ხნულში ზოგან რომ ჩავარდა და ზოგან - არა! ნუგო. 2009-02-19 11:44:21
ფრაზებს ნუ მპარავ! არ არის ასე ცუდად დასმული პუნქტუაცია! თუმცა ხელის შევლება - ნაღდად ჭირდება, სოსო!
და სიმბოლოებში - სრულად გეთანხმები, ნუგო! 12. ასე რომ... როცა ბიბლიურ თემას ეჭიდებით, ყოველ სიმბოლოს 100.000-ჯერ უნდა გადასინჯვა... იმიტომ, რომ მთელი ბიბლია ასე, სიმბოლოებითაა დაწერილი!
სასვენი ნიშნები - ხელუკუღმა გადაყრილ ფეტვის მარცვლებს მაგონებს, ხნულში ზოგან რომ ჩავარდა და ზოგან - არა! ნუგო. 2009-02-19 11:44:21
ფრაზებს ნუ მპარავ! არ არის ასე ცუდად დასმული პუნქტუაცია! თუმცა ხელის შევლება - ნაღდად ჭირდება, სოსო!
და სიმბოლოებში - სრულად გეთანხმები, ნუგო!
12. 7.აქ ხომ სიმბოლოა ბევრი რამ? ამ კუთხით რომ მივუდგეთ ნებისმიერი ნაწარმოების ნაცარტუტად ქცევა შეიძლება! ნადირი. 2009-02-19 01:03:55
აღარ მინდა პასუხი, სოსო! უკაცრავად, თუ რაღაც ფრაზა ისე ვერ მივიღე, როგორც გინდოდა, რომ მიგვეღო...
მე მაპატიეთ, მაგრამ, გაუაზრებლად და დოგმატურად, - ბიბლიაც ვერ მივიღე... და ბევრჯერ მითქვამს კიდეც ამის შესახებ ჩემი მოძღვარისთვის!
ასე რომ... როცა ბიბლიურ თემას ეჭიდებით, ყოველ სიმბოლოს 100.000-ჯერ უნდა გადასინჯვა... იმიტომ, რომ მთელი ბიბლია ასე, სიმბოლოებითაა დაწერილი!
კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს! 100 წელი - შენიშვნას აღარ მოგცემ...
და რადგან ამის შემდეგ აღარ ვაპოირებ აღარაფრის თქმას, ამ ერთხელაც მომისმინე: პუნქტუაციას მიხედე! სასვენი ნიშნები - ხელუკუღმა გადაყრილ ფეტვის მარცვლებს მაგონებს, ხნულში ზოგან რომ ჩავარდა და ზოგან - არა! 7.აქ ხომ სიმბოლოა ბევრი რამ? ამ კუთხით რომ მივუდგეთ ნებისმიერი ნაწარმოების ნაცარტუტად ქცევა შეიძლება! ნადირი. 2009-02-19 01:03:55
აღარ მინდა პასუხი, სოსო! უკაცრავად, თუ რაღაც ფრაზა ისე ვერ მივიღე, როგორც გინდოდა, რომ მიგვეღო...
მე მაპატიეთ, მაგრამ, გაუაზრებლად და დოგმატურად, - ბიბლიაც ვერ მივიღე... და ბევრჯერ მითქვამს კიდეც ამის შესახებ ჩემი მოძღვარისთვის!
ასე რომ... როცა ბიბლიურ თემას ეჭიდებით, ყოველ სიმბოლოს 100.000-ჯერ უნდა გადასინჯვა... იმიტომ, რომ მთელი ბიბლია ასე, სიმბოლოებითაა დაწერილი!
კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს! 100 წელი - შენიშვნას აღარ მოგცემ...
და რადგან ამის შემდეგ აღარ ვაპოირებ აღარაფრის თქმას, ამ ერთხელაც მომისმინე: პუნქტუაციას მიხედე! სასვენი ნიშნები - ხელუკუღმა გადაყრილ ფეტვის მარცვლებს მაგონებს, ხნულში ზოგან რომ ჩავარდა და ზოგან - არა!
10. ზედმეტად კრიტიკულად მიდგომის საუკეთესო მაგალითი, თვითონ ლეო ტაქსილის "სახალისო ბიბლიაა:" ლეო ტაქსილმა, სცადა დაემთკიცებინა რომ ბიბლიური წიგნები უსუსტესი, ყველანაირ ლოგიკასა და სიზუსტეს მოკლებული ნაწარმოები იყო,მაგრამ სიკვდილის წინ, ამ საოცრად შეძლებულმა კაცმა, თავისი უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდა და ეკლესიას შესწირა.. ზედმეტად კრიტიკულად მიდგომის საუკეთესო მაგალითი, თვითონ ლეო ტაქსილის "სახალისო ბიბლიაა:" ლეო ტაქსილმა, სცადა დაემთკიცებინა რომ ბიბლიური წიგნები უსუსტესი, ყველანაირ ლოგიკასა და სიზუსტეს მოკლებული ნაწარმოები იყო,მაგრამ სიკვდილის წინ, ამ საოცრად შეძლებულმა კაცმა, თავისი უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდა და ეკლესიას შესწირა..
9. შესანიშავია, ნადირო, :)
2+1 thumbs up!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი. შესანიშავია, ნადირო, :)
2+1 thumbs up!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
7. დავუშვათ თითო წელი იყო ასაკში სხვაობა, მე დღესაც მინახავს ერთი კი არა ორი წელია ბავშვებში სხვაობა, მაგრამ უფროსი რომ ხედავს პატარა ძმა დედის ძუძუს წოვს თვითონაც ითხოვს ხოლმე და დედა იძულებულია მასაც მოაწოვოს, თუმცა სავალალოა რომ ნაწარმოების ასეთ ყოფითობამდე დაყვანა მომიხდა! აქ ხომ სიმბოლოა ბევრი რამ? ამ კუთხით რომ მივუდგეთ ნებისმიერი ნაწარმოების ნაცარტუტად ქცევა შეიძლება! დავუშვათ თითო წელი იყო ასაკში სხვაობა, მე დღესაც მინახავს ერთი კი არა ორი წელია ბავშვებში სხვაობა, მაგრამ უფროსი რომ ხედავს პატარა ძმა დედის ძუძუს წოვს თვითონაც ითხოვს ხოლმე და დედა იძულებულია მასაც მოაწოვოს, თუმცა სავალალოა რომ ნაწარმოების ასეთ ყოფითობამდე დაყვანა მომიხდა! აქ ხომ სიმბოლოა ბევრი რამ? ამ კუთხით რომ მივუდგეთ ნებისმიერი ნაწარმოების ნაცარტუტად ქცევა შეიძლება!
6. ცეცხლი დაღავდა აბორგებულ, ცოდვილ სამყაროს
იმხელა რამეს შეეჭიდეთ,მე მეშინია. 5. ცეცხლი დაღავდა აბორგებულ, ცოდვილ სამყაროს
იმხელა რამეს შეეჭიდეთ,მე მეშინია. 5.
5. იმიტომ დავწერე დიდხანს ვწოვდით ძუძუსო მაგალითად 5წელი თამარ ეს ის დროა ხალხი 1000 წელი რომ ცოცხლობდა და რა შუაშია ტყუპები? იმიტომ დავწერე დიდხანს ვწოვდით ძუძუსო მაგალითად 5წელი თამარ ეს ის დროა ხალხი 1000 წელი რომ ცოცხლობდა და რა შუაშია ტყუპები?
4. "თუ გახსოვს აბელ დიდხანს ვწოვდით დედას ძუძუებს, მარცხენა ძუძუ ჩემი იყო არ გაკარებდი,"
აბელი და კაენი ძმები იყვნენ, მაგრამ ტყუპები - არა! იხ. ბიბლია, დაბადება, თ,4, - 1, 2.
დანარჩენი შენიშვნა - არ მაქვს! 5, :) "თუ გახსოვს აბელ დიდხანს ვწოვდით დედას ძუძუებს, მარცხენა ძუძუ ჩემი იყო არ გაკარებდი,"
აბელი და კაენი ძმები იყვნენ, მაგრამ ტყუპები - არა! იხ. ბიბლია, დაბადება, თ,4, - 1, 2.
დანარჩენი შენიშვნა - არ მაქვს! 5, :)
3. ის ღამე თეთრად გაათენა ევამ საბრალომ, თვალს ხუჭავდა და მტანჯველი რამ ესიზმრებოდა, ცეცხლი დაღავდა აბორგებულ, ცოდვილ სამყაროს და ყველაფერი რაც ჰყვაოდა ერთხმად ხმებოდა, ამჯერად ევა შემეცოდა...
კაენ, სადა ხარ?-რა უყავი სული ცისფერი? ან ძმა სად არის, საყვარელი შენი აბელი?! შენ დღეის შემდეგ დაგერქმევა" კაენ ძმისმკვლელი" 5 ის ღამე თეთრად გაათენა ევამ საბრალომ, თვალს ხუჭავდა და მტანჯველი რამ ესიზმრებოდა, ცეცხლი დაღავდა აბორგებულ, ცოდვილ სამყაროს და ყველაფერი რაც ჰყვაოდა ერთხმად ხმებოდა, ამჯერად ევა შემეცოდა...
კაენ, სადა ხარ?-რა უყავი სული ცისფერი? ან ძმა სად არის, საყვარელი შენი აბელი?! შენ დღეის შემდეგ დაგერქმევა" კაენ ძმისმკვლელი" 5
2. არაჩვეულებრივია სოსო!!! 5 არაჩვეულებრივია სოსო!!! 5
1. დღიურში წაიკითხეთ ჩემი ლექსები, რომ არ მოიწყინოთ დღიურში წაიკითხეთ ჩემი ლექსები, რომ არ მოიწყინოთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|