ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2020


დასკვნა (პრიმიტივიზმი)

დაიჭირეს თეთრი ხოჭო,-
მუჭი ექცა ლუქად,
ჩასვეს მინის მენზურაში,
მოიმარჯვეს ლუპა.

წადიო,  წყნად უბრძანეს.
მანაც, ფეხით, ტყუპით,
შიშით გაიარა ფსკერი,
წყლის ინატრა ყლუპი.

გადუქციეს წყვილი კენტად,
მოაწყვიტეს ფეხი,
ისევ ჩასვეს, კვლავ უბრძანეს,
დააყარეს მეხი.

ხოჭო გაქცევას ლამობდა,
ყოველ ჯერზე მეტად,
ნეტავ სადმე გამქრალიყო,
დამართნოდა ბნედა.

მაგრამ არა, წინ იწევდა,
სანამ ფეხი ჰქონდა,
ლუწით, კენტით, ისევ ლუწით,
ბედს ვერ გაურბოდა.

ძლივს დასრულდა ჯოჯოხეთი,
აღარ შერჩა ერთიც,
როგორც იქნა, ფინალშია
ეს ექსპერიმენტი.

-უფეხოდ გავლას რა უნდა,
თუ არსებობს რწმენა?
რადგან ბრძანება არ ესმის
დაჰკარგვია სმენა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები