ანა ახმატოვა - გზააბნეულ და ღატაკ, ჭირმრავალ...
გზააბნეულ და ღატაკ, ჭირმრავალ, დამაშვრალ სულზე ილოცე, გვედრი - მუდამ თვითრწმენით გზებზე მიმავალს, ნათლის დამნახველს დაბურულ ტევრშიც.
მადლობას გეტყვი ოდესღაც სადმე, აწ ნაღვლიანი და გარიყული, როგორ მტანჯავდა მხუთავი ღამე და ვით სუნთქავდა დილა ყინულით.
მე ვერ მიგუა საწუთროს სულმა - ვმღეროდი, ხან თავს ლოდინით ვღლიდი, ის მაინც ვუწყი: ძმა რომ არ მძულდა, არც დობილებთან ვყოფილვარ ფლიდი.
არ ვიცი ღმერთი, რის გამო მსჯიდა, ყოველ ცისმარე მისი განგებით, თუ მომივლინა მფარველი ციდან - ფარულ ნათლისკენ კვალის გამგნები?
6 სექტემბერი, 2020 წ.
Анна Ахматова - Помолись о нищей, о потерянной
Помолись о нищей, о потерянной, О моей живой душе, Ты в своих путях всегда уверенный, Свет узревший в шалаше.
И тебе, печально-благодарная, Я за это расскажу потом, Как меня томила ночь угарная, Как дышало утро льдом.
В этой жизни я немного видела, Только пела и ждала. Знаю: брата я не ненавидела И сестры не предала.
Отчего же Бог меня наказывал Каждый день и каждый час? Или это ангел мне указывал Свет, невидимый для нас?
Май 1912. Флоренция
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, გაიხარეთ! დიდი მადლობა, გაიხარეთ!
1. ორივე ძალიან ლამაზია და თარგმანი ტოლს არ უდებს.5 ორივე ძალიან ლამაზია და თარგმანი ტოლს არ უდებს.5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|