ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2020


დავიწყებული

ჩემთვის პოეზია, დავიწყებულ მდინარეში ცურვას ჰგავს.
სულ მახსოვს,
როგორ მიედინება მისი ცივი
გაყინული ტალღები,
მაგრამ რატომღაც,
როცა ხელებს ვშლი,
მხოლოდ ჩაძირვას ვახერხებ.
მკლავებმოჭრილი უკეთ ვახერხებდი ამ წყალში ცურვას,
სიტყვების ხელში დაჭერას,
როგორც პეშვით ამოღებულ წყალში მორიალე თავკომბალების,
რომლებსაც ისევ უკან ვაბრუნებდი,
ზოგიც თითებსშორის ახერხებდა წყლის წვეთებთან ერთად გაპარვას,
მაგრამ მათი წამიერი ჭერაც საკმარისი იყო,
რომ მეგრძნო,
როგორია დაშორდე მდინარეს,
რომელსაც ეკუთვნი.
მტევნებში შერჩენილი სისველეც ხომ ამ უდაბნოსებრ ცხელ ჰავაში
უმალ მაშრება.
აი, რა მოაქვს დავიწყებულ მდინარეში ხელების ფათურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები