ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2020


მაპატიეთ ყველამ

"რამდენი რამე სჭირდება
პოეტს ჩვენს დროში მაინც".
მურმან ლებანიძე

ამბობენ
რომ
ლექსის
წერა
რთულიაო მეტად,
მაგრამ
მაინც,
მაგრამ
მაინც,
მაგრამ მაინც ვბედავ.

აზრებით
და
ფრაზებით
და
ფიქრით სავსე ხურჯინს
ვეზიდები,
მე
ხასიათს
მაინც ვავლენ ურჩის.

ჩავეხუტეთ
ერთმანეთს
და
ვერ დავშორდით, ვერა,
მაპატიეთ,
მაპატიეთ,
მაპატიეთ ყველამ.

22.05.2020



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები